Abrama777
FORESTER

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5028
წევრი No.: 31144
რეგისტრ.: 10-March 07
|
#23389117 · 10 Jan 2011, 16:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს გორში ტროტუარების დემონტაჟის სამუშაოები აქტიურად დაიწყო. გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის შეფასებით, ეს ტროტუარები ამორტიზირებულია. სინამდვილეში, გამგეობის მიერ დაქირავებული კომპანიის მუშები ტროტუარების ფილების ამოღებას ახორციელებენ. კომპანია ,,მშენებელის” წარმომადგენელმა ვანო ტლაშაძემ ,,ქართლის ხმას” განუცხადა, რომ სამუშაოებთან დაკავშირებით ინფორმაცია თანხის რაოდენობის შესახებ, მისთვის ჯერ-ჯერობით უცნობია.
გამგეობის ინფორმაციით, გათვალისწინებულია 7859 მეტრის სიგრძეზე ბეტონის ახალი ბორდიურების, ხოლო 818 მეტრზე დაწვენილი დეკორატიული ბორდიურების მოწყობა. გარდა ამისა დაგეგმილია 3041 კვადრატული მეტრი ფეხით სავალი ნაწილის ბეტონის დეკორატიული ფილით გადაფარვა.
ტროტუარების კეთილმოწყობისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 305 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მშენებელი“, რომელიც პროექტის დასრულებას 1 თვეში გეგმავს.
გორის გამგეობის პრესსამსახურის ცნობით, მოსახლეობას ხშირად უხდებოდა ტრანსპორტის სავალი ზოლით სარგებლობა. პრესსამსახური ამის მოტივად დაზიანებულ ტროტუარებს მიიჩნევს. სინამდვილეში, გორის მოსახლეობაში არსებული მოსაზრებით, შუა ქუჩაში სიარულის ტრადიციას 20-იანი წლების დასაწყისში გორში მომხდარმა მიწისძვრამ ჩაუყარა საფუძველი. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის მუნიციპალიტეტს დამდეგი 2011 წლის საახალწლო ღონისძიებების მოსაწყობად 40 000 ლარი უკვე გადმოურიცხა. ჩვენს მიერ მოძიებული მასალებით დასტურდება, რომ გორის ხელისუფლება ახალი წლის შესახვედრად სხვა თანხებსაც ხარჯავს. მაშინ როდესაც გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხის დადგმა 80 000 ლარი დაჯდა, პრეზიდენტმის მიერ წელს გამოგზავნილი თანხა ასათვისებლად არარეალური ჩანს.
კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 40 000 ლარი მთლიანად ,,საახალწლო ღონისძიებების უზრუნველყოფას, სხვა დანარჩენ საქონელსა და მომსახურებას” მოხმარდება. აქ არ ჩანს, ქალაქის ცენტრში უკვე გამართული ნაძვის ხის დადგმის ხარჯები, რაც გასულ წელს საკმაოდ ძვირად – 80 000 ლარად შეფასდა. გორის საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ მომზადებულ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა, კულტურულ ღონისძიებებისთვის, (ამაში არ შედის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გადმორიცხული თანხა), ხარჯავს 145 100 ლარს.
გასულ წელს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საახალწლო ნაძვის ხის მონტაჟ-დემონტაჟისთვის 80 000 ლარი დახარჯა. წელსაც იგივე ნაძვის ხე დგას ქალაქის ცენტრში. სხვათა შორის, აღნიშნული ნაძვის ხე 2007 წელს მიხეილ ქარელმა უკრაინაში შეიძინა. მაშინდელი მონაცემებით, ამ ნაძვის ხის ჩამოტანა, დაბინავება, დადგმა და აღება სულ 120 000 ლარი დაჯდა. ––––––––––––––––––––––– გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ შპს ,,სავაჭრო ცენტრს” ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 14 ჰა მიწის მწვანე ზოლი სასყიდლიან სარგებლობაში იჯარით გადასცა. საკრებულომ #134 განკარგულება კი დაამტკიცა, მაგრამ ჯერ იჯარის ხელშეკრულება არ არის გაფორმებული. იჯარის ხელშეკრულებაში ,,სავაჭრო ცენტრი” სავალდებულო წესით, შემდეგი პირობების შესრულებას იკისრებს:
ციტატა განკარგულებიდან: – ,,ქონება გადაეცემა მხოლოდ კეთილმოწყობის მიზნით და გამოყენებულ იქნება მხოლოდ პირდაპირი დანიშნულებით, კომერციული ინტერესის გამორიცხვით.”
ზვიად ხმალაძე განკარგულებაში ასევე უთითებს, რომ ამით მოხდება რეკრეაციული და ქალაქის ესთეტიკური იერსახის გაუმჯობესება.
თუმცა ამის საწინააღმდეგოდ, განკარგულებაში ჩადებულია ისეთი ქვეპუნქტი, რომელიც თავდაყირა აყენებს ,,კეთილშობილურ” ზრახვებს და აშკარას ხდის სკვერების გადაცემის რეალურ მიზნებს.
თუ განკარგულების მეორე პუნქტის პირველ ნაწილში წერია, რომ ქონება შპს სავაჭრო ცენტრს გადაეცემა კეთილმოწყობის მიზნით და პირდაპირი დანიშნულებით, მეორე პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში კი ვკითხულობთ:
ციტატა – ,,მოიჯარეს დაეკისროს 2011 წლის 1 თებერვლამდე ინვესტირების განხორციელების ვალდებულება აგრარული ბაზრის მოსაწყობად შესაბამის ტერიტორიაზე”.
,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისისთვის გაურკვეველი რჩება რა იგულისხბემა წინადადებაში ,,აგრარული ბაზრის მოწყობა შესაბამის ტერიტორიაზე”.
ამის გასარკევად მივმართეთ საკრებულოს იურისტს ნიკოლოზ ადიკაშვილს განმარტებისთვის, რომელმაც გვითხრა, რომ ის საერთოდ არ იცნობს საკითხს. მივმართეთ საკრებულოს აპარატს, მისმა წარმომადგენელმა მარინა გენგიურმა გვითხრა რომ პროექტი გამგეობის ქონების განყოფილებამ მოამზადა. მივმართეთ ზაზა ხუროშვილს, რომელიც ქონების მართვის განყოფილების სპეციალისტია გამგეობაში.
,,შესაბამის ტერიტორიაში” ნამდვილად არ იგულისხმება ის მწვანე ზოლი, რომელიც ,,სავაჭრო ცენტრს” გადაეცემა. ჯერ-ჯერობით იჯარის ხელშეკრულება არ არის მათთან გაფორმებული, სადაც აუცილებლად განიმარტება თუ რა იგულისხმება ამ წინადადებაში“ – ამბობს ზაზა ხუროშვილი.
სტატია უკვე მზად იყო, როდესაც დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ მოხდება ამ განკარგულებაში ჩასწორება, სადაც ,,შესაბამის ტერიტორია”-ს მიემატება სიტყვა - ,,რაც უკავია.”
მიუხედავად ამისა, ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” გორის ოფისისთვის გაუგებარია გამგეობის მხრიდან ინვესტირების და აგრარული ბაზრის მოწყობის დავალდებულება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ,,სავაჭრო ცენტრს” ისედაც უკავია და მისი საკუთრებაა.
ზვიად ხმალაძის #134 განკარგულებით, ,,გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რიცხული გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერი (3 423 კვ.კმ), 2. მზეჭაბუკის მონუმენტის ირგვლივ მდებარე სკვერი (8 350 კვ.მ). სავაჭრო ცენტრთან არსებული გამწვანების ზონა (2 657 კვ.მ) გადაეცეს სასყიდლიან სარგებლობაში შპს ,,სავაჭრო ცენტრს” და გაფორმდეს იჯარი ხელშეკრულება”.
გორის შპს ,,სავაჭრო ცენტრი” ყოფილი საკოლმეურნეო ბაზარია. მისი პარტნიორია შპს ,,საქართველო-ისრაელის პროექტის მენეჯმენტი”-ი. დირექტორი – გიორგი ბოჭორიშვილი. აღნიშნული კომპანიას საკუთრივ 18 ჰა მიწის ფართობი აქვს საკუთრებაში.
This post has been edited by Abrama777 on 10 Jan 2011, 16:14
|