ანუ ანუ ეს რას ნინინიშნავს? შენც გრძნობ მე რასაც ვგრძნობ და ვფიქრობ?

მოგეხსენებათ ოფები არ მიყვარს და ერთი ჩემი მეგობრის ლექსს შემოგთავაზებთ

ეხლა დრო გადის ისე ლამაზად,
სულ არ მადარდებს, წუთებს რო მაკლებს,
ვიცი, სხვა იგრძნობს მერე ამასაც,
და იქნებ, დაწერს ლექსს, არანაკლებს.
ისე ლამაზად ბერდება ქუჩა,-
ქუჩაში ხესთან, გოგონა თავს ხრის,
დღე ისევ ზარმაცად თვალებს იხუჭავს,
აქვს მოლოდინი ბათუმს კვლავ თავსხმის.
იწვიმებს ისევ, წვიმა განცდების,
ვნატრობ ამ წვიმას, ბათუმის ამმღვრევს,
მერე ღრუბელი, შავი ცარცებით
ნოტებს ჩამოწერს, მთვარე - მისამღერს.
ვიმღერებ; "უკვე იანვარია,
კალენდარი სულ დამვიწყებია,
ძველი დღეები აღარ არიან,
და ხვალ ახლები დაიწყებიან".