Neo777ბათუმში ბრიტანელი მომღერლის, მსახიობისა და ფილანტროპის სტინგის კონცერტი გაიმართება .
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ ნიკოლოზ რურუას განცხადებით, მოლაპარაკებები ცნობილ მომღერალთან წარმატებით დასრულდა და კონცერტის ჩატარების შესახებ შეთანხმება უკვე გაფორმდა.
სტინგი მესაყვირე კრის ბოტისთან ერთად ბათუმის პიაცას მოედანზე კონცერტს 3 ივლისს გამართავს. ბოტის ბენდთან ერთად მაყურებლის წინაშე ეროვნული სიმფონიური ორკესტრიც წარსდგება.
59 წლის მომღერლის კონცერტის შესახებ მოლაპარაკებებს კომპანია "ისტერნპრომოუშენი" აწარმოებდა. კომპანიის წარმომადგენლის კახა კანდელაკის განცხადებით, ეს მოლაპარაკებები შვიდი წელია მიმდინარეობს.
სტინგი _ გორდონ მეთიუ თომას სამნერი 16 გრემის მფლობელი და ოსკარის ნომინანტია საუკეთესო სიმღერისთვის. კარიერა ჯგუფ "პოლისის" ვოკალისტად დაიწყო, შემდეგ კი დიდ წარმატებას სოლო შემოქმედებით მიაღწია. 1985 წლიდან დღემდე სტინგს 10 ალბომი აქვს გამოცემული.
http://www.interpressnews.ge/ge/kultura/16...-imgherebs.htmlკარგია ამ დროს ბათუმში ვიქნები თან

))
Luchia Ferrari is scaled down version of God, Porsche is jumped up version of VW Beatle
We don`t sell a car we sell a dream © Luca di Montezemolo
ბუმბერაზი კლასიკოსები
Squadra Azzurra
მენეჯერობა მურტალი რამეა © რასტრელი