zabzuაღება გინდა მაგის?
FB ხაარ?
* * *
ცივი მაგრამ განსხვავებული შაბათ-კვირა. 9 ჯვარი!
ლაშქრული ტური: 2დღე 1 ღამე.
პირველი დღე: გასვლა დილით 8-9 საათზე ტყიბულის მიმართულებით, ტყიბულიდან განვაგრძობთ გზას რაჭის მიმართულებით ნაქერალას უღელტეხილზე, შემდეგ ფეხით გავაგძელებთ გზას ნაქერალას მთისკენ (3კმ.). დავბანაკდებით ნაქერალას მთის წვერთან (მოვაწყობთ კარვების სოფელს) და სადილი. შემდეგ გავემგზავრებით მთის წვერისკენ და მოვილოცავთ მთის წვერზე არსებულ სალოცავს ( 9ჯვარს) ზგვის დონიდან არის 1720 მ. იქედან იშლება ულამაზესი ხედი, მთელი იმერეთი და დასავლეთ საქართველო მოსჩანს ხელისგულივით. შემდეგ დავბრუნდებით ბანაკში და ვახშამი კოცონთან.
მეორე დღე: დილით ავდგებით ადრე გადავხედავთ კოლხეთის დაბლობს ( ამბობენ კარგ ამინდში დილით ადრე ზღვაც მოსჩანსო) და დავათვალიერებთ იქ არსებულ ლამაზ დათოვლილ ადგილებს, გადავიღებთ დასამახსოვრებელ ფოტოებს, შემდეგ სადილი, გამოვემგზავრებით უკან ფეხით რაჭა-ტყიბულის გზატკეცილამდე (3კმ.) იქ დაგვხვდება მიკროავტობუსი და გამოვემგზავრებით ქუთაისში.
მომსახურეობაში შედის: კომფორტული მიკროავტობუსი.
კვება მთელი ტურის განმავლობასი.
სამთო გამცილებელი, უსაფრთხოება.
ფასი: კვებით 40-50 ლარი.
კვების გარეშე 25-35 ლარი.
მაგარი იქნება რააა
https://www.facebook.com/notes/maka-cercvad...if_t=note_reply