მართლაც ლამაზია ქვათახევი, მაგრამ ვინმე თუ ყოფილა უფრო ზევით, თავკავთაში. თავკავთის ეკლესიაში.
ორი წლის წინ ავედით ზაფხულში მოსალოცად. ძალიან ძნელი ასასვლელია, მაგრამ ქართლში თუ ასეთი მაღალი მთები და ულამაზესი ადგილები იქნებოდა, არ მეგონა. ჩვენ კავთისხევიდან ავედით წინარეხის გავლით, პარეტისზე და შემდეგ ციცაბო აღმართი ვიარეთ 10 კილომეტრზე მეტი. სულ 40 კილომეტრი მაინც გამოვიდა ამ მეტი. მერე აღმოჩნდა , რომ სხვა , შემოვლითი გზაც ყოფილა, ბევრად იოლი, თუმცა ასეთი წვალებით ასვლა ჯობდა ბევრად.
ულამაზეს მთებს შორის ხარ გამოკიდებული, თავზე დასცქერი ქსილისის მთას, სადაც მხოლოდ აგვისტოს თვეში ლღვება თოვლი. ფრთები გინდება, ისეთი ადგილია. ცხოვრებაში მსგავსი არ გადამხდენია. ახლა , ამბობენ , რომ ამ ეკლესიის რესტავრირება დაიწყო და მაშინ ძალიან მიტოვებული და შელახული იყო, გუმბათი სულ ჩამოსლილი

ძალიან რთული გზა არის მისასვლელად ამ გზით. ჩემი შვილი გვყავდა, მაშინ პირველ კლასში იყო და სოფელში რომ ჩამოვედით, არავის სჯეროდა , რომ ავიდა ბოლომდე, სანამ სურათები არ ვაჩვენეთ. თან გოგოა
მოკლედ, თუ ვინმეს სურს ისიამოვნოს. მოილოცოს და ჯანმრთელობა ხელს უწყობს, ამაზე ლამაზ ადგილს ქართლში ვერ ნახავთ .
ამბობენ , გუდალეთიც ძალიან ლამაზიაო , ჩემი სოფლიდან 20 წითის სავალია ავტობუსით და ვერ მოვახერხე წასვლა. ალბათ წელს ავალ
* * *
რაც შეეხება დასავლეთელების და აღმოსავლეთელების შედარების თემას, ლამის ჩამქოლეთ რა ... არა და ჩემი პოსტი ასე იყწებოდა: "ერთი კითხვა მაქვს და იმედია არ ჩამქოლავთ:"
მაინც მაგრად გამწეწეთ

))
მაგრამ ავიტან , მეც ხომ ქართლელი ვარ, პირში მთქმელი

ამ პოსტებიდან გამოვეხმაურები dj-guro-ს 10 Apr 2011, 16:43 #24899863 -ის პოსტს. მგონი ყველაზე ახლოს იყო სიმართლესთან/
მოკლედ , ყველა კარგ ქართველს შემოევლოს ჩემი თავი. მაფანატებს ჩემს ხალხზე, რა კუთხისაც არ უნდა იყოს , მაგრამ თქვენ ვერ გაიგეთ რა ვიკითხე...
მგონი ვიღაცამ გამცა პასუხი, დასავლეთელები გაქექილები არიანო და იმიტომო... მართალია მაგრამ რატომ არიან უფრო გაქექილები, სულ ეგ მიკვირს და მაინტერესებს.
აი მაგალითად, მე ხომ ქართლელი ვარ და ხომ ბევრი ნათესავი მყავს. ასევე ძალიან ბევრი მეგობარი იმერელიც , გურულიც, სვანიც და ა შ.
....და , ამ ჩემს ქართლელ დაქალ- ნათესავებს ამდენი წერლია ქალაქი ვერ უსწავლიათ და ქმრების გარეშე სამსახურს ვერ აგნებენ

)) ნუ ეს ვაზვიადებ, მაგრამ დაახლოებით... ხო და ეს ზესტაფონელები...სამტრედიელები...ქუთაისლები ჩემზე მეტს იცნობენ ამ ქალაქში. თან ყველა ერთნაირები არიან, თუ რამე ქუჩა გინდა, გადაკეთებული სახელით , ძველ სახელსაც გეტყვიან და ახალსაც... თუ რამე ირგანიზაცია გინდა , 09 არ დაგჭირდება. თუ სადმე ვინმე ნაცნობი გინდა მაგათ უნდა კითხო ...
და რა ვართ ასეთი გახევებულები ეს ქართლელები რა. მარტო წინ რომ ვიიყურებით და ვართ ასე.
აი კიდევ ერთი მაგალითი
ომი რომ იყო 2008 ში, ჩემი სახლის გვერზე სკოლაში დაასახლეს 3 დღით და ეს მშვიდი გორელები ისხდნენ უჩუმრად, გამწარებულები,მაგრამ ერტი არავის დაუწუწუნია ზედმეტად. დედაჩემი ამბობდა, ახლა ესენი შეადარე იმ აფხაზეთის ლტოლვილებსო, გახსოვს რა დღეში იყვნენო? ახლა ესენი რომ მეგრელები იყვნენ ქუჩაზე ვერ გაჩერდებოდიო

))
მერე თუ ჭკვიანად იქნებით კიდევ რაღაცეებსმოგიყვებით