ეგ კითხვა მეც დიდი ხანია მაწუხებს. დიდხანს ვერ ვძლებ ხოლმე თბილისში. ვიცი ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები ჭიათურაში მუდმივად საცხოვრებლად.
დასაქმების მხრივ სად შეიძლება დღეს დასაქმდე? ან სახელმწიფო სამსახურში, ან კერძოში, ან არასამთავრობოში.
გამგეობაში არის ალბათ რამდენიმე პოზიცია, რომლის გულისთვის ღირს დაბრუნება, მაგრამ სავარაუდოდ პოლიტიკაში უნდა იყო აქტიურად ჩართული, ანუ უბრალო მოქალაქეებისთვის კარი დახურული იქნება. შენ შეგხვედრია როდესმე ღია კონკურსი გამოცხადებულიყოს?
კერძოს რაც შეეხება, რომელი კომპანიებია მანდ? სამი ბანკი, ერთი მიკროსაფინანსო, მაღაროს მფლობელი კომპანია და აფთიაქები მხოლოდ, რამდენადაც მე ვიცი.
ბანკში დასაქმება არ იქნება ძალიან პერსპექტიული ჩემი აზრით, მოსახლეობაა ცოტა. Georgian American Alloys, Inc - ში არ ვიცი რა ხდება, მანდ სავარაუდოდ უფრო ინჟინრები და ფინანსისტები დაჭირდებათ, მაგრამ არსად მინახავს ვაკანსია გამოეცხადებინოთ. არასამთავრობო კიდე რა? ძალიან დაბალი ხელფასი იქნება ალბათ.
საერთოდ, დღეს რომ მანდ შედარებით ნორმალური სამსახური იშოვო, ვიღაც ადგილობრივი უნდა გაათავისუფლონ მაშინ, ეგ ცუდი მომენტია. კიდევაც რომ დაიწყო მუშაობა, თავს დამშვიდებულად ვერ იგრძნობ, რომ გაგათავისუფლონ, სხვა სამსახურის ალტერნატივა არ არსებობს.
ალბათ ყველაზე სტაბილური და ნორმალური შემოსავალი ჭიათურაში თვითდასაქმებულებს - რეპეტიტორებს აქვთ, მაგრამ რაც მაგას გამძლეობა, ნებისყოფა და შრომა სჭირდება, შენც გემახსოვრება, ხომ ემზადებოდი რეპეტიტორებთან?
ბიზნესის მხრივ რა შეიძლება გააკეთო? ალბათ პროდუქტების/ტანსაცმლის/საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიას, ჰაჰა, ავეჯის/სადურგლო სახელოსნოს ან მეტალო-პლასტმასის დამამზადებელ ცეხს თუ გახსნი, მაგრამ ბაზრის სიმცირის გამო ადგილობრივ მოთამაშეებს უკვე ათვისებული აქვთ ეს სეგმენტები, მაშინ გამოდის ვიღაც უნდა გაკოტრდეს, საკუთარ ქალაქზე შეყვარებულ ადამიანს კი ეს არ მოგეწონება. მანგანუმის მოპოვებას უკვე დიდი თანხების დაბანდება დაჭირდება, თან მაგ ბიზნესში შესვლა ასე მგონია მთლად უსაფრთხო არ უნდა იყოს.
მოკლედ, ვფიქრობ კიდევ რამდენიმე წელი დიდი არაფერი ძვრები იქნება, საბაგირო გზების ინფრასტრუქტურის განახლებას გვპირდებიან და ეგ თუ გამოაცოცხლებს ჭიათურას ცოტას, და კიდევ, ზაფხულობით შეიძლება ერთი-ორი უცხოელი ტურისტი გვეწვიოს. აი თუ რაჭასთან დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მართლა დაიწყო, ეგ უკვე სერიოზული ამბავია.
ჩემი აზრით, დღესდღეობით ჭიათურაში გაამართლებს დასაქმების/ბიზნესის შედარებით ახალი და ალტერნატიული, IT-სთან, კულტურასთან, ხელოვნებასთან, მოდასთან, დისტანციურ სწავლებასთან, ჟურნალისტიკასთან, ექსტრემალურ გართობასთან, entertainment - თან დაკავშირებული ბიზნესები, მაგალითად, თუ ვინმე დიზაინერი გამოჩნდება და სამკერვალო სახელოსნოს გახსნის, რადიო, ტელევიზიაც შეიძლება, ვებ-გვერდი (რამე საინტერესო-შემეცნებითი ბლოგი, ეს მონდომების, ენთუზიაზმის და კრეატიულობის შემთხვევაში სავსებით რეალურია), ტურიზმის-გართობის რამე უნიკალური/საინტერესო ნაზავი. 2010 წელს Second Life Festival რომ ჩატარდა, ხომ არ ყოფილხარ შემთხვევით?
მოდი უნივერსიტეტი გავხსნათ უცხოელებისთვის ან მუსიკალური ბენდი შევქმნათ, რას იტყვი?

ისე შენი სპეციალობა რა არის?
არა მართლა სერიოზულად, თუ ინტერნეტთან წვდომა გაქვს და ცხოვრებაზე ხელი არ ჩაგიქნევია, მონდომების შემთხვევაში შეგიძლია ადამიანს ცხოვრება ისე გაატარო, გასული წლები სინანულით რომ არ მოგაგონდეს, მაგრამ რავი, ჩვენს თაობას მძიმე ისტორიული წარსულის შედეგები ხვდა წილად, ხალხიც, როგორ ვთქვა, ძალიან არატოლერანტული საზოგადოება გვყავს და რაც მთავარია, commitment გვაკლია. მე მაპატიეთ, ვიცი ბევრისთვის მტკივნეული და უსამართლოდ ნათქვამი სიტყვებია, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენი მშობლების თაობას უფრო მეტი უნდა ეშრომა, ესწავლა და სახელმწიფოებრივად ეფიქრა. ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.