საფრანგეთის პრეზიდენტი ჭიათურის საბაგიროს პროექტის პრეზენტაციას დაესწრება
ჭიათურაში ახალი სამგზავრო საბაგირო გზების პროექტის პრეზენტაციას, რომელიც 13 მაისს გაიმართება, საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი დაესწრება, – ამის შესახებ commersant.ge–ს ჭიათურის გამგებლის მოადგილემ, ვალერი კაპანაძემ განუცხადა.
საგარეო უწყების ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი სწორედ 13 მაისსაა ჩანიშნული.
რაც შეეხება უშუალოდ საბაგირო გზების სამშენებლო პროცესს, კაპანაძის თქმით, მშენებლობა პროექტის პრეზენტაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ჯერ არსებული საბაგიროს გზის დემონტაჟი განხორციელდება, რომელიც უკვე 50 წელს ითვლის და ამორტიზირებულია.
მისივე ცნობით, ახალი საბაგირო გზების მშენებლობას ფრანგულ კომპანია Poma 14 მილიონი ევროთი დააფინანსებს.
ბაგირგზების სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანია poma-ს ინვესტიციის შესახებ საკითხი სამთავრობო დონეზე ჯერ კიდევ გასულ წელს გადაწყდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, ფრანგული კომპანია 4 მიმართულების გზის მშენებლობას დააფინანსებს. მოხდება ბაგირგზების თანამედროვე სტანდარტების ტექნიკით მოდერნიზება, რაც ქსელის გამართულად მუშაობას უზრუნველყოფს.
http://commersant.ge/?page=news&id=8460ახალი საბაგიროც გექნებათ მალე ჭიათურლებოო
https://forum.ge/?&act=Members&photoonly=&name=&name_box=all&max_results=50&filter=ALL&sort_order=desc&sort_key=posts&st=550
http://www.skyscrapercity.com/forumdisplay.php?f=2839