ბუდიანოვკაში წყლის პრობლემაა სერიოზული გრაფიკით მოდის დღეგამოშვებით და ისიც არასრულად მაქსიმუმ 13:00-14:00 საათამდე.
დანარჩენი ბევრი მიტოვებული სახლია ყიდვა რო მოგინდეს კაცს პატრონს ვერ იპოვი ყველა საბერძნეთშია წასული ან რუსეთში, შედეგად უპატრონობისგან ნგრევის პირასაა მისული ბევრი სახლი.
ისე ვინც არ ხართ იქ ნამყოფი რუსული ბარაკული ტიპის სახლებია, ქართველების გარდა ბევრი ჩამოსახლებული ცხოვრობს იქ რუსი აზერბაიჯანელი სომეხი ბერძენი და და რავიცი ვის არ ნახავ იქ.
საბჭოთა კავშირის დროს რუსული სამხედრო ქალაქი იყო რომლის საკვებით უზრუნველყოფაც ირგვლივ გაშენებული სოფლებიდან ხდებოდა ნოვი სვეტი (ამ სოფელში ელ. ენერგის ხარახურებია დაყენებული და მგონი მაგიტო ქვია ეს სახელი

) ბუდიანოვკა აქ ძირითადად რუსები ცხოვრობდნენ თავისი რუსული სკოლაც ქონდათ ეკლესიაც რომელსაც რუსული გუმბათი ქონდა ეხლაც არიან დარჩენილები მათი შათამომავლები, მოყავდათ კარტოფილი, იქ იყო რძის კომბინატი (მასლაპრომი) და მოკლედ მანგლისს უცხო ქვეყნის ხელი არ მოკლებია ზოგმა დაანგრია ზოგმა ააშენა.
დღეს-დღეობით სავალაო მდგომარეობაშია და დაცლილია ისევე როგორც საქართველოს ბევრი რაიონი, მაგრამ ჰაერი და ბუნება უმაგრესია ყველას გირჩევთ იქ ერთხელ მაინც ახვიდეთ თბილისიდან 60 კილომეტრშია