დილიდანვე გავედი ქალაქში და გადაადგილებისას პრობლემა არ შემქმნია, არც გზებზე(სამარშუტო ტაქსით მოიწია მგზავრობა) და არც საფეხმავლო ბილიკებზე, როგორც ჩანს გორის მუნიციპალიტეტს დილიდანვე უზრუნვია და გაუწმენიდა თოვლისგან გორის ქუჩები. სკვერებში კი ახალგაზრდობას უყოჩაღია და “გუნდაობით” თუ სიარულით დაუდნიათ თოვლი.
დავინტერესდი და გორელი ახალგაზრდები ამ თემასთან დაკავშირებით გამოვკითხე. მათი აზრი ასეთია:
მაკა-18 წლის [სტილი დაცულია] “მე სითბოს მოყვარული ადამიანი ვარ და თოვლი არ მიყვარს. უარყოფითად მმუხტავს და ცუდ განწყობაზე მაყენებს…
მე : უფრო კონკრეტულად ?
მაკა: გორში თოვლის მოსვლამ დაბალი ტემპერატურა და ყინვა გამოიწვია…რაც ჩემს ხასიათზე და დარწმუნებული ვარ ყველას ხასიათზე უარყოფითად მოქმედებს.. იმედია ასეთი უამინდობა დიდ ხანს არ გაგრძელდება! ”
თეო-17 წლის [სტილი დაცულია] “მე თოვლი არ მიყვარს და კარგი არაფრის თქმა შემიძლია.
მე: რაიმე პრობლემები ხომ არ შეგიქმნა თოვლმა?
-თეო: არა, იმას თუ არ ჩავთვლით, რომ თოვლის მოსვლა რაღაც ცუდ ხასიათზე მაყენებს, სიცივის ასოციაციას იწვევს ჩემში.
შამილი-17 წლის [სტილი დაცულია]
მე: რას მეთყვი დღეს გორში თოვლის მოსვლაზე? შენთვის პრობლემები ხო არ შეუქმნია?
შამილი: არა… პრობლემები რატომ უნდა შეექმნა… საჭესთან მე არ ვზივარ… მასწებთან კიდევ ხშირ შემთხვევაში კი არადა სულ ფეხით მიწევს სიარული… რას ვფიქრობ და you know… today is ზამთარია ხო და ბუნებრივია თოვლი რომ მოდის , ასეც უნდა იყოს…
მე: გიყვარს თოვლი?
შამილი: ჰაჰაა, კარგი შეკითხვაა… კი რატომაც არა… ოღონდ თუ სახლში ვარ და აგრეთ გასვლა არ მიწევს ან უკეთესი… თუკი სადმე ვარ დასასვენებლად…
თეო მამულაშვილი-17 წლის [სტილი დაცულია]
“თოვლზე დიდად არ ვგიჟდები , მაგრამ ყოველთვის , როდესაც თოვლის ლამაზ ფიფქებს ვხედავ სასიამოვნო , დადებითი ენერგიით ვივსები . მე ვფიქრობ , ზამთარი თოვლის გარეშე არაფერია , როგორც ზაფხული მზის თბილი სხივების გარეშე.”
იყვნენ ისეთები, რომლებმაც თავიაანთი პასუხებით ძალიან გამამხიარულეს. აი, ერთ-ერთი მათგანი:
მანჩო-16 წლის [სტილი დაცულია]
-გამარჯობათ, მე ვარ ბერიძე მანჩო და მე თოვლოკოლიჰიკი ვარ. პირველად მეგობარმა დამაძალა და ბავშვობაში გავუსინჯე გემო, ახლა კი მასზე ვარ დამოკიდებული.. როდესაც ვერ ვხედავ “ლომკა” მეწყება. სულ ახლახანს მივიღე,თუმცა, ისეთი ‘გრადუსი’ არ ქონდა მე როგორიც მიყვარს და უკეთესს ველი. ამჟამად ჩემი ახლობლები ცდილობენ დამეხმარონ ამ პრობლემის გადაჭრაში და მირჩიეს პარაფსიქოლოგი გივი ბოჭორიევი, მადლობა ბ.გივის!
როგორც ჩანს, თოვლმა თავისი შესაძლებლობები ამოწურა და ახლა უკვე დროა, რომ დაგვასვენოს.
http://www.ireporter.ge/2012/01/19/%E1%83%...83%A8%E1%83%98/ This post has been edited by sexi-bicola on 20 Jan 2012, 01:50
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █