მერე, როდესაც არაფერი აღარ იქნება,
ან, უფრო სწორად, მე არ ვიქნები,
მეც თუ დავხვავდი თაროებზე მტვრიან წიგნებად,
ან არც მე ვიქნე და არც წიგნები,
…რა არის გლოვა, ან სიტყვები ფოფინ–ფოფინა?
და საერთოდაც არავისგან არაფერს ვითხოვ,
როგორც ჩემამდე არაფერი არა ვყოფილვარ,
ისე ჩემს მერე არაფერი არ მინდა ვიყო...
ბორის გუგეშაშვილი.
აღფრთოვანებული ვარ ბატონი ბორისით!!! სამწუხაროდ მთელმა რაჭამ არ იცის მისი შემოქმედების შესახებ,რაც ძალიან ცუდია