ანაკლიაში ინდოელი ინვესტორები საქართველოში პირველი „რეზორტის“ მშენებლობას იწყებენ
ინდოელმა ინვესტორებმა ანაკლიაში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღეს. ამ დროისთვის კი პირველადი სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც commersant.ge-ს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა, სასტუმროს ინდური კომპანია ,,ნექსთლი“ ააშენებს, რომელიც ინდოეთში სასტუმროებისა და რესტორნების მსხვილ ქსელს აერთიანებს. პირველ ეტაპზე ინდოელი ინვესტორები ანაკლიაში 10 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავენ.
„სამშენებლო ნებართვა ინდოელმა ინვესტორებმა უკვე მიიღეს და როგორც კი ზამთრის სეზონი ჩაივლის, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება,“ – აცხადებს ბოჭორიშვილი.
მისივე თქმით, მშენებლობა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება და ის 3 ფაზისგან იქნება შემდგარი. პირველ ეტაპზე 54–ნომრიანი სასტუმრო აშენდება, თუმცა რამდენვარსკვლავიანი იქნება სასტუმრო, გადაწყვეტილი არ არის.
მეორე ეტაპზე კი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განმარტებით, 80 კოტეჯი აშენდება. პროექტის ფარგლებში კოტეჯები მდინარეშიც ჩაიდგმება, რასაც რესტორნები, კაზინო, საცურაო აუზები და სხვა გასართობი ადგილები დაემატება. ბოჭორიშვილის თქმით, ეს იქნება პირველი ,,რეზორტი,“ რომლის მსგავსი საქართველოში არ აშენებულა.
ცნობისთვის: Resort - ესაა დასვენებისა და რეკრეაციის ადგილი, სადაც დამსვენებელი შვებულებას ან არდადეგებს ატარებს.
http://www.commersant.ge/?id=14206
https://forum.ge/?&act=Members&photoonly=&name=&name_box=all&max_results=50&filter=ALL&sort_order=desc&sort_key=posts&st=550
http://www.skyscrapercity.com/forumdisplay.php?f=2839