მწარედ მეღიმება ასეთ რაღაცებზე

ფოთში მეგრულად აღარ საუბრობენ, ასევეა აბაშის რაიონის დიდ ნაწილში, ქალაქ სენაკში და მის შემოგარენში, მარტვილის რაიონის დიდ ნაწილში, ასევე სხვა რაიონულ ცენტრებში ახალგაზრდობა სულ უფრო ნაკლებად საუბრობს მეგრულად, რაც დრო გადის.
რა, აქ ჩამოთვლილ ტერიოტორიებს არ დაემატება ახალი დასახლებები და დღევანდელი სიტუაცია შენარჩუნდება მომავალშიც?

სამეგრელოში 450 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
აქედან ფოთში 45 000-ზე მეტი ადამიანია, ანუ მოსახლეობის 10%, სხვა ზემოთჩამოთვლილ დასახლებების მოსახლეობის რაოდენობაზე რომ არაფერი ვთქვათ.
გამოდის, რომ არცთუ მცირე ნაწილი აღარ საუბრობს უკვე მეგრულად.
სხვა უამრავ უბედურებასთან ერთად, რუსეთის აგრესიამ მეგრულ ენასაც უდიდესი დარტყმა მიაყენა - აფხაზეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი საუბრობდა მეგრულად, რომელთა დიდი ნაწილი გაფანტულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
სულ სხვა სიტუაცია იყო სულ რამდენიმე ათწლეულის წინ.
მიზეზი, რის გამოც მეგრულად სულ უფრო ნაკლებად საუბრობენ სამეგრელოში, არის მარტივი - ამ ენას არ აქვს პრესტიჟი, ამ ენაზე არ არის განვითარებული ლიტერატურა (გამონაკლისებს თუ არ ჩავთვლით), ამ ენაზე არაა ტელევიზია, ამ ენას არ ასწავლიან სკოლებში და ა.შ.
ჩახედული ვარ ამ საკითხში და ვიცი, ვის რა აწყობს და საფრთხეების უგულებელყოფა არ შეიძლება, მაგრამ ძალიან სამწუხაროა, რომ მეგრული გაქრობის პირას მყოფი ენაა დღეს და მეგრელთა დიდი ნაწილი ჯერაც ვერ აცნობიერებს ამას.
ბევრი ადამიანი სეპარატიზმის წახალისებად მიიჩნევს მეგრულად რაიმეს შექმნას და რუსის აგენტის იარლიყებს აკრავს იმ ადამიანებს, ვინც ამ საკითხზე რამეს ამბობს...
ჩვენ ჩვენი ენები უნდა შევინარჩუნოთ.
იმის გამო, რომ რუსეთის იმპერიაა ჩვენი მეზობელი, მაგის გამო ენის შენარჩუნება-განვითარებაზე უარს ხომ ვერ ვიტყვით, მგლის შიში ფარა ვის დაუხოცია?
ვიკიპედია ვერც სეპარატიზმს გამოიწვევს და ვერც ენას იხსნის.
ამის მაგალითები არაა მსოფლიოში, მიუხედავად იმისა, რომ 285 ენაზე და დიალექტზე არსებობს ვიკიპედია ამ მომენტისთვის.
ესაა უბრალოდ ენის პოპულარიზაციის საქმეში დადებული ერთი პატარა აგური.
ესაა ვიკიპედიის რედაქციის განცხადება.
http://xmf.wikipedia.org/wiki/%E1%83%95%E1...%83%9C%E1%83%98 This post has been edited by ფორცხოლი on 23 Aug 2013, 10:44
. .