სამწუხაროდ ცუდი სიტუაციაა.
მართალია ბევრი, ძა ან ბევრი არის მართმადიდებელი, მაგრამ თურქული
სეპარატისტული ძალები ახერხებენ ახალგაზრების გადაბირებას, მიჰყავთ
ისინი სასწავლებლად სტამბულში და თურქეთის სხვა ქალაქებში ((ვითომ))
სასწავლებლად, მაგრამ სინამდვილეში სწავლა არაფერშუაშია. ამ სასწავლო
მისიაში სეპარატიზმია ფარულად ჩამალული. მათ ყველანაირ პირობას,
აბსოლიტურად ყველანაირს უქმნიან და ეს ახალგაზრდებიც ცდუნებას
ვერ უძლებენ. აჭარაში და საქართველოში კი ბრუნდებიან არა როგორც მაჰმადიანები.
მარტო ეს რომ იყოს ანუ რელიგია კიდევ დახუჭავდა კაცი თვალებს, არამედ როგორც
თურქული აზროვნებით, სეპარატისტული მიდრეკილებებით სავსენი. არის ცენტრები
აჭარაში სადაც ასევე ამზადებენ ახალგაზრდებს და ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი.
ეს იყო 3-4 წლის წინ და იმ დროს უკვე სასწაული კომფორტი იყო, რაც ჩვეულებრივ
უნივერსიტეტებსაც კი შეშურდებოდათ.
ესაა საფრთხე და არა ის, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ბათუმში ბევრი თურქული
ბარი, კაფე, რესტორანი, მაღაზია, სასტუმრო და ამგავარი დაწეესებულებაა.
ეს ჩემი აზრით საერთოდ არაა საფრთხე - ესსიტუაცია ბაზარმა მოიტანა. მასე თბილისში
მთელი აღმაშენებლის ქუჩა მიაქვთ თურქებს. მერე რა ამით ?? არაფერი.
მგონი გასაგებად ჩამოვყალიბდი