ისევ შენ, თორემ სხვა ვის ახსოვხარ აქ
კვერცხებზე და შლოპანსებზედ =
კარგია, ის რომ ასეთი კრეატიული რაღაცეები კეთდება ბათუმში, ჩვენ ხომ თანამდროვე ქალაქი ვართ,
მომავლის ქალაქი. თუნდაც ის დაჭეჭყილი ბოთლი. მაგრამ, თანამდეროვეობას და შუა საუკუნეების
ევროპული სტილის კოშკებს ვერ ვახამებ ერთმანეთთან. ქალაქს არა აქვს განვითარების, ვგულისხმობ
არქიტექტურული განვითარების თანმიმდებრული გეგმა. ერთი ადამიანის ნება - სურვილზეა
დამოკიდებული. ნახავ საზღვარგარეთ, მოეწონება და ეგრევე აქ კეთდება. იმას არ ითვალისწინებენ,
მოუხდება, არ მოუხდბა, ჯდება თუ არა საერთო კომპექსში. ცოტა ხნის მერე აღარ მოეწონება და იშლება.
უაზროდ იყრება ამდენი ფულადი რესურსი. კარგია თქო დასაწყისში ვთქვი, მაგრამ კარგია ზოგადად
კრეატიული იდეები და არა სადღაც ნანახი და გადმოტანილი. ნუთუ გაქანება, მოფიქრება ან იდეები
აკლიათ ქართველ არქიტექტორებს ?? დამიჯერეთ ამაზე საოცარ და საინტერესო კომპოზიციებს შექმნიან.
სხვათაშორის ვაკვირდები და ბათუმს ((ძველ,საუკუნის დასაწყისის ბათუმს უფრო მეტი ევროპული
არქიტექტურა აქვს ზოგადად, მიუხედავად აზიზიეს და სხვების მეჩეთის არსებობის გათვალისწინებით
ვიდრე თბილისს. რა თქმა უნდა ეს თბილში იმდენად არ იგრძნობა, იმიტომ რომ დიდია საკმაოდ, მაგრამ ასეა))
ოღონდ ბათუმს და არა ამ კოშკების გროვას,
მაზნიაშვილის ძეგლს რაც შეეხება = ყველა ქალაქს ჰყავს მისი გამორჩეული გმირი, იქნება ეს გენერალი,
მწერალი, ფეხბურთელი თუ თუნდაც მონადირე. გვყავს ასეთი ადამიანი და ((და არამარტო ჩვენ, ვთვლი,
მთელს საქართველოს)) რატომ არ უნდა დავუდგათ ძეგლი ?? დამსახურება აკლია ?? მამულიშვილობა თუ
საქართველოს სიყვარული ?? მართალია დამსახურებაზე თუ მიდგა საქმე არანაკლები დამსახურება
აქვთ აჭარის მიმართ ზაქარია ჭიჭინაძეს, დავით კლდიაშვილს. მაგრამ, ძეგლის დადგმა ალბათ ყველასთვის
ვერ მოხერხდება. ვერ მოხერხდება ქალაქის სიპატარავის მიუხედავად, თორემ ეკუთვნით თუ არა ამაზე
არც კი ღირს საუბარი.
ამის მშვენიერი დასტური და მაგალითია თელავი, სადაც სტადიონის შესავლელში
გივი ჩოხელის ძეგლი დგას. ხომ არ მოვითხოვთ მაჭუტაძის ან ასლან ბალაძის
ძეგლს, მაგრამ ვის - ვის და მაზნიაშვილს კი ეკუთვნის.
This post has been edited by Neo777 on 14 Nov 2011, 23:00