taknatunaetcგაიხსნა უკვე ეგ აუზი.
გუშინ ვიყავი, ძალიან თანამედროვე და კომფორტულია,
მაგრამ (მართალია-ვისთვის როგორ) მეძვირა

დახურული აუზია+ფიტნეს კლუბი+საუნა.
ღია არაა...
ფასები იცვლება გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით და კიდევ იმის მიხედვით მაგ სამ მომსახურებას რა კომბინაციებით იღებ.
მოკლედ, 8 გაკვეთილი, მარტო ცურვა, კვირაში 2 დღე არის 100 ლარი, 15 წლამდე ბავშვებზე-75 ლარანი, ოღონდ ბავშვებზე მწვრთნელის ფული ცალკე უნდა.
მერე ნელ-ნელა იზრდება, მაგდენი ვეღარ დავიმახსოვრე

და არის კიდევ ეგეთი პაკეტი, იხდი 200 ლარს და ულიმიტოა, ანუ თვეში რამდენჯერაც გინდა და როცა გინდა და რამდენი ხანიც გინდა მიხვალ და იჭყუმპალავებ

კიდევ არის სხვადასხვა პროცენტიანი შეღავათები, 50-დან 100%მდე მოსწვალეებზე, სტუდენტებზე, მასწავლებლებზე, დევნილებზე, სოციალურად გაჭირვებულებზე, სახელმწიფო სტრუქტურებში (თუ რაღაც ეგეთი) მომუშავეებზე და მის ოჯახის წევრებზე, მაგალითად შინაგანებზე.
დანარჩენი ინფორმაცია უფრო დაწვრილებით აღარ მახსოვს, მალე გვექნება საიტიცო და მერე იქ ნახეთ, იქამდე კიდევ მიაკითხეთ თუ რამეა.
8 ნომერი მარშუტკა მიდის აუზთან, როგორც ამბობენ პუშკინის ქუჩაა.
უჰ, რამდენი ვწერე

აბა თქვენ იცით აწი

მე თოლიაში დავდივარ ისე და 8 გაკვეთილში ვიხდი 37 ლარს.....
დიდი სხვაობაა, არა?