xaxvieNeo777თუ დაწვრილებითი ინფორმაცია გაინტერესებთ შეგიძლიათ ჩვენი საიტი ნახოთ www.isfed.ge
ისე გეტყვით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაა "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება"
ძირითადად ვმუშაობთ საარჩევნო საკითხებზე, მოქალაქეების ინფორმირებაზე, კოდექსზე და კიდევ ბევრი რამ.
თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ მთელი წლის განმავლობაში დავრბოდი და საკრებულოში წერილებს ვაგზავნიდი ჩვენს პრობლემებზე,
არაერთხელ მქონია შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარე კახა გურგენიძესთან და გვისაუბრია ჩვენი ქალაქის პრობლემებზე დ ამათ მოგვარებაზე.
იყო ეს განათება, გზები, სანაგვეები, სასმელი წყლის ფილტრები, ბაღებისა და სკოლების პრობლემები, ტარიფები და ათასი რამ.
აქედან თქვენც შეამჩნევდით, რომ ზოგიერთი უფრო ცენტრალურ დონეზე მოსაგვარებელი საკითხებია, ზოგი კი ადგილობრივ დონეზე.
ეს პროექტი ცოტა განსხვავებულია ზემოთ ნახსენებისგან.
იქ სხვა საქმიანობებთან ერთად შედიოდა ჩვენი პრობლემების განხილვა/მოგვარება.
აქ კი კონკრეტულად, მხოლოდ პრობლემებზე გვინდა ორიენტირება მოვახდინოთ.
მე არ ვიბრალებ ყველაფერი ჩვენი მოგვარებულია თქო,
მაგრამ ფაქტია, რომ მონაწილეობა მიღებული გვაქვს.
ამიტომ თქვენ პრობლემებს თუ მოგვაწვდით, ჩვენ დავამუშავებთ მათ და პროექტის ფარგლებში რისი საშუალებაც გვექნება ისე ვიმოქმედებთ და ვეცდებით მოგვარებას თანამშრომლობით-თქვენთან (მოსახლეობასთან) და მმართველებთან.
ბოლოს და ბოლოს თქვენ ხმას მაიც მივაწვდენთ "ზემოთებს"

ოჰ, მოკლედ, ძალიან ოფიციალურად გამომივიდა მგონი

და ძალიან დიდად

დანარჩენი საიტზე ნახეთ

აბა, ჩემთან ხართ?