Neo777გამარჯობა გადაკარგულო

შენ ისევ იმას ჩივიხარ რუსთავზე, რასაც აქამდე, უფრო ზუსტად, წინა წლებში ჩიოდი?

ვეღარ შეეჩვიე?

იცი სად ეტყობათ ადამიანებს არიან თუ არა ისინი რუსთაველები:
რუსთაველი არასოდეს იტყვის ისეთ რამეს, სადაც სიძულვილი იგრძნობა რუსთავისადმი,
შეიძლება არ უყვარდეს (იშვიათ შემთხვევაში), მაგრამ არ ეძულება

აბა ბათუმივით ვერ "გავქათქათდებით"

მე ისე მიყვარს ჩემი ქალაქი, როგორც ჩემი ცხოვრების თანამგზავრი
* * *
ყველა რუსთაველს მოგესალმებით კიდო

თიფოთ, ერთხელ შენ რომ თქვი 21 დეკემბრის არ გეშინოდა რუსთაველობის გამო (მგონი სწორად მახსოვს შინაარსი)
ზუსტად მასე ვიყავი

როცა რუსთაველი ხარ, შენთვის პრობლემა არ არსებობს, რამდენადაც სასწაული უნარი გაქვს პრობლემების დაძლევის, ან გვერდის ავლის

ხალხო, მართლა უმაგრესი ქალაქი გვაქვს, დამიჯერეთ

მართლა რა ჯობია იმას- შუქი რომ მოვიდოდა და აყვირდებოდა ყველა უბანი რიგ-რიგობით და ეგრევე რომ ჩაქვრებოდა და ისევ რიგ-რიგობით რომ იწყებდნენ უბნები გუგუნს "ფუუუუ", "აუუუუუ".....

ან კიდევ ჩაბნელებულ ქუჩებში წუმპეებში რომ დავდიოდით და ვერ ვარჩევდი გზა მუქი ფერის იყო ტალახის გუბე, თუ ღია ფერის....
ყოველთვის ღია ფერი მეგონა ხოლმე მშრალი გზა და გადავდგამდი თუ არა ნაბიჯს მუხლამდე ტლაპოში ჩავჭყაპუნდებოდი ხოლმე

უჰ, მაგარი ქალაქია

მე რუსთაველი ვარ