თანამოქალაქენო, ერთი განცხადება უნდა გაგაცნოთ
და გულით გთხოვთ, ნუ დაწერთ კომენტარებს-ცინიკურს, შეუსაბამოს, სხვის შეურაცხმყოფელს.
უბრალოდ გაეცანით განცახედას და თუ სურვილი გექნებათ მობრძანდით

შეხვედრა რუსთავში:
კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა
2011 წლის 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის კონსტიტუციური კანონის პროექტი გამოაქვეყნა,
რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობის 150-დან 190 დეპუტატამდე გაზრდას ითვალისწინებს.
აღსანიშნავია, რომ 2003 წლის 2 ნოემბერს გამართულ რეფერენდუმზე კითხვაზე- "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა შემცირდეს და განისაზღვროს არა უმეტეს 150 დეპუტატით", დადებითი პასუხი კენჭისყრაში მონაწილეთა 83.5%-მა გასცა. შესაბამისად, ინიციატივა, რომელიც პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას რეფერენდუმის გვერდის ავლით ითვალისწინებს, საზოგადოებაში დიდი დისკუსია გამოიწვია.
კონსტიტუციური ცვლილებების პროცესში საზოგადოების მასიმალური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება-ISFED" საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერითა და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) პარტნიორობით საქართველოს მასშტაბით საჯარო შეხვედრებს ახორციელებს.
შეხვედრებზე განხილული იქნება პარლამენტის წევრთა რაოდენობის ცვლილებების განმაპირობებელი ფაქტორები და გარემოებები, ასევე:
* ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციური ცვლილებები დეპუტატთა რაოდენობის ზრდის თაობაზე 2003 წლის რეფერენდუმის შედეგებს;
* კონსტიტუციური ცვლილებების გავლენა არსებულ საარჩევნო სისტემაზე;
* კონსტიტუციური კანონის მიღების შემთხვევაში მისი სავარაუდო ფინანსური ეფექტი სახელმწიფოს ბიუჯეტზე.
საჯარო განხილვებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს მოქალაქეები, კონსტიტუციური კანონპროექტის ავტორები, პარლამენტის წევრები, ექსპერტები, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.
შეხვედრა ჩატარდება 8 დეკემბერს, 11:00 საათზე, რუსთავის მერიაში.
თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია!
პ.ს. შესაბამისი თემა ვერ ვნახე პოლიტიკის განყოფილებაში და ახლი თემის გახსნის უფლებაც არ მაქვს

თქვენი იმედი მაქვს :*
This post has been edited by minusculeee on 28 Nov 2011, 18:21