უცნაური ჩახუტების დღე ქუთაისში
ალბათ იცით, რომ დღეს უფასო(უანგარო) ჩახუტების საერთაშორისო დღეა. სხვა ქალაქების მსგავსად ქუთისიც გამოეხმაურა ამ ფაქტს. რამდენიმე დღის წინ სოც.ქსელში დაანონსდა აქციის ჩატარების იდეა. 50 კაცმმა დაკლიკა „დასწრებაზე“.
ნახევარი საათით გვიან მივედი. სულ 3 კაცი დამხვდა. აქედან 2 ორგანიზატორი. რამდენიმე წუთში კიდევ ერთი შემოგვემატა. ტ.კ. ორგანიზატორები ჩაწერა, სახელდახელოდ იქვე მდგარ ბაბუებს ჩაახუტა ისინი და წავიდნენ. ცოტა არ იყოს რთულია 4 კაცი მოედოს ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიას. ასე ვთქვათ, ჩვენ რთული მისია დაგვაკისრა არმოსულმა 46 კაცმა. ჩვენ რა, მათ, ნახევრად მშიერ კუჭზე, თან ალკოჰოლის გარეშე მე დიდი ხალისი არ გამაჩნდა ჩახუტებების. დავიძარით.
თამარი ბევრს აქტიურობს. თითქმის ყველასთან მიდის. უარს ხან „დაკუჭული“ სახით გვეუბნებიან, ხანაც რეპლიკები ისმის. „მაგი ცოლმა რო გეიგოს ხო დამშორდა“(ვიდეოს ვიღებ), „ოღონდ ეგ არ მთხოვო და რასაც გინდა გაგიკეთებ“, „სიტყვით რომ ჩაგეხუტო“?! მიუჩვევლობა ცუდი რამ არის. ის ყველაფრის მიმართ იწვევს უნდობლობას. ქუთაისში მეორედ რომ არ ეწყობოდეს ეს აქცია, უკეთესი მდგომარეობა იქნებოდა, ვფიქრობ.
ნელ-ნელა კეთილ განწყობილი ხალხიც გამოჩნდა. ამათ შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ გოგოებს ჩაეხუტნენ.
გზადაგზა ვლაპარაკობთ. -საცაა თვითშეფასება გამინულდება. – რატომ? – არავინ მეხოტება გოგოსნაირი და რა დამემართება აბა?
მერე რაღაცატომ ბიბლიოთეკაში ასვლის იდეა მომივიდა. ოცამდე ადამიანი იყო, სანამ მონაწილეები მათ ჩახუტებებს ურიგებდნენ, მე დიდი ხნის უნახავ მეგობარ პოეტსა და ფილოსოფოსს მირიან ებანოიძეს ვესაუბრე.
ყველაზე კარგი იდეა ბოლოს მოვიდა. ბაზარი! თუმცა იქ შესვლამდე ქუჩაში მდგომი პოლიციელი შევნიშნეთ. აქციის ორგანიზატორი აფიშით ხელშუ უახლოვდება პატრულის თანაამშრომელს.
გაგა- შეიძლება ჩაგეხუტოთ?
პოლიციელი – კაიფობ?
აუხსნეს რაში იყო საქმე. წადით სხვას ჩაეხუტეთ- უპასუხა მან.
ბაზარში შესულებმა მეორე პოლიციელი შევნიშნეთ. მისგანაც უარი მივიღეთ, სამსახურში ვარ და არ შეიძლებაო.
დიდი ხანია ვიცი, რომ სოფლის მაცხოვრებლები ბევრად დადებითები არიან. მთაში სხვა კულტურული სივრცეა.
როცა გაიგეს რისთვის ვიყავით, სიხარულით გამოგვეხმაურნენ. ჩაგეხუტები ბიძია აბა რას ვიზამ, მეც ჩაგეხუტებით, კარგი ახალგაზრდები ხართ – ასეთი დამოკიდებულება გამოავლინეს.
ყველაფრის მიუხედავად დადებითი დღე იყო. დაასრული განსაკუტრებით, ვიმედოვნებ ხალხი ნელ-ნელა მიეჩვევა მსგავსი სახის აქტივობას და მომავალში უფრო მეტს იქნება დადებითად განწყობილი აქციის მონაწილეების მიმართ.
http://www.ireporter.ge/2012/01/21/%E1%83%...83%A5%E1%83%A3/ქუთისური პოლიცია 4ევერ
შალახო და ელექტრონული მუსიკა, ქალიშვილობა და თავისუფლება, ბიკინები და კაი ბიჭობა არ გამოდის ერთად (c)SIDCFC
▄ █ ▄ █ ▄
სინამდვილეში სექსი-ბიცოლა არ არსებობს, ის მხოლოდ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია (ც) ვიღაც ფორუმელი
ერთ-ერთი ობიექტური მიშისტი ხარ ამ ფორუმზე(c)abelo
█ ▄ █