აქვე: რადგან პოეზიაზე ჩამოვარდა საუბარი:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
++++++++
ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხულო, შუახევ, ქედიდანა,
დედო დვრინით დამემღერა
დიდგოროზი მთები თანა,
მთები! - ვისთვის თვალსეირი,
ვისთვის ჯავრი შიგნიდანა,
თეთრ პერანგებს ხრამში ყრიდნენ,
ლურჯს იცვამდნენ თანდათანა,
კლდის კატარში მზე ყვაოდა,
კლდის ბორჯღალზე ბენჩქვი ყანა,
გვანცას ლოცვებს ვაზის სული
გორით გორზე გადეყვანა,
ვარდანისთან, ნაჯვარისთან,
დაჯვარული ქვები წვანან,
ქვებში ჩუმად დაქვითინებს
ჩემი დიდი ნენეს ნანა,
დერდებს გულში ვიბექსნიდი,
აჭარელი ვიყავ განა!
ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
ხარიტყავის გუდა თანა,
შიგ ჭიკჭიკით მოჭუჭკული
ამ სირთების სევდა თანა,
მიმღერია ღვინიანზე,
მიტირია კიდეც განა,
როცა ჩემი ზველთი ზვარე
ზვავის ნაძოვს დაემგვანა,
როს სხალთაში სხალთიხატებს
უსაპნავდნენ ყელში კანაფს,
ჯვარიქედზე ჯამეს დგამდნენ,
ვარდიქედზე ეკლის კარავს,
ეივახ! ამის შემხედვარე,
ნამსხვანიდან გაველ განა,
მთებს ტყეები ბალანივით
აბურძგლოდა უბიდანა,
ღელე-ღურდან დავეძებდი,
კანკალებდა ხელში დანა,
გამჩენელო, სხვა რა მექნა,
აჭარელი ვიყავ განა!
ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
თეთრათები ვთიბე განა,
ხამიყელზე ხაოღერი
ბალახები შემრჩა თანა,
მთAპერანგა გადავმუხლე,
გზაბაწარამ დამახანა,
ხინოს თავში თაფლი ვხილე,
ჩოლოქისპირს ვმარგლე ყანა,
ჩოლოქს გაღმა გოგო იდგა,
გულგუნდა და თვალმაყვალა,
ღმერთმა რაფერ გადმომხედა,
ღმერთმა რაფერ გამახარა,
- გოვ! კისერში ჩეგეფუნჩხე, -
ჩემებურად ვკადრე, მარა,
გოგო რაცხამ დააფეთა,
გოგო ვინცხამ გადამალა,
თოხი ტარზე დაყუდებულს
ცამ სიცილი დამაყარა,
შიგნი-შიგნი ჩევიფუფქე,
აჭარელი ვიყავ განა!
ჰოიდა ნანა, ნანოვ ნანა,
ვერ წამიხვალ განდაგანა,
ეგ ლიზღობა, ეგ ლირწობა
კმარა-მეთქი, უკვე კმარა!
ჩემი სისხლი სიყვარულით,
ო, რა ხანი არ დამთვრალა,
მეყო! მტევნის წებო წვენში
ჩემი სულის ორთქლი დგანა,
ყელზე შემომეფართქალა
ვაზის ლერწი ლოფორთქანა,
სიზმარ-სიზმარ მიბრუნდება
შაქტბერდი და შორი ბანა,
იქ სანთლები ჩემისისხო,
ჯერეთ კიდევ არ ჩამქრალან,
მეყო, ჟამმა ჟანგნაფლეთმა
რაც მტანჯა და რაც დამგმანა!
ჰოიდა ნანა, ოჰოი ნანა,
წარბგახსნილი დავალ განა,
საქართველოვ, ჩემო დედავ,
ჩემი სუნთქვა გენაცვალა,
ჩემი ყველა მქუხარება,
მწუხარებაც გენაცვალა,
შენი სიტყვის სიცოცვხლისთვის
ხიხაძირში კიდევ ვდგავარ,
შენი ჭერის სიმაღლისთვის
მარადიდში ვხლიჩავ ყავარს,
შენი რჯულის საჯილდაოდ
სხალთას ვრეკავ ზარებს მთავარს,
ერთ ძირ ვენახს სულ გირგავდი,
კვლავ დაგირგავ დღეს და ხვალაც!
იდიდგულე, რომ ამფერი
აჭარელი გყავდი განა!
* * *
faaq შენ
ც მიხვედრილი ,,ბაღანა'' ჩანხარ
giorgidriftე ნახეე სად გამომადგა KGB-ს დროინდელი კავშირები