RedBullaბმვ-ზე გადადიხარ?

ეგ მანქანა მეც მინდა მარა მაგას 15 K უნდა. ///M არი და იმიტო. პრასტოი 7 K მინიმუმ და როგორც კი შევაგროვებ....
Wild Thingმანამდეც წავიკითხე შენი პოსტი მაგრამ არაფერი დავწერე.
ისრაელში დააწესეს ჯარიმა ბავშვის დაგვიანებით წაყვანაზე. ვინც დააგვიანებდა იხდიდა 10 შეკელს თუ რა ფულიც აქვთ. და მოხდა პირიქით. ხალხმა უფრო მეტად დაიწყო დაგვიანება რადგან ჩათვალა რომ პრობლემა არ იყო, რომ დაგვიანება შეიძლებოდა უბრალოდ თანხა იყო გადასახდელი. ასე რომ ადვილი არა სწორი რეგულაციის მოძებნა. იმის თქმა მინდა რომ შეიძლება ეხლაც ბევრმა მშობელმა ჩათვალოს რომ დაგვიანება მოსულა თუ ფეხზე დადგება ბავშვი. ასე ნახევარ საათს დაიგვიანებ და მერე 15 წუთი ფეხზე იდგება. თან ახალი არაფერია რადგან კუთხეში დგომის ტრადიცია დიდი ხანია არსებობს საქართველოში. ხო მანამდეც აყენებდნენ ფეხზე ბავშვებს გამოდის. ბავშვს თუ მთელი გაკვეთილი აქტიურობა მოუწევს მაშინ იგივე ფეხზე დგომა შეიძლება საერთოდ შეუმჩნეველი დარჩეს უფრო სწორად დადებითად ჩაითვალოს ეს ფეხზე დგომა. იმის თქმა მინდა რომ ბავშვები ადვილად უძლებენ ასეთ რამეს. თუმცა მე რომ შენ ადგილას ვიყო შეიძლება უფრო გავბრაზებულიყავი და უარესი მექნა. თან გოგო გყავს და მეორე კლასშია. მე დარწმუნებული ვარ სკოლაში შეიცვლება პოლიტიკა იმიტომ რომ შედეგს ვერ გამოიღებს და გაანაწყენებს ხალხს უბრალოდ. თან აჩქარებით მოგებული რატო დარჩები. ძნელია სასჯელის სწორად შერჩევა. თუ გინდა შენით შესთავაზე სხვა სასჯელი და დიდი შანსია არც იმან იმოქმედოს. იმათმაც ხომ უნდა ცადონ რამე საშუალება.
1 წელი ამერიკაშI ვსწავლობდი სკოლაშI და ასეთი სასჯელები იყო: 1 საათი რჩებოდი და რაღაც ტექსტი უნდა გადაგეწერა და გადაგეწერა, და ... კიდევ იყო რაღაც სასჯელები. მათ შორის ტრადიციულიც, ანუ არჩევანი გქონდა და შეგეძლო აგერჩია გაწკეპვლა. დირექტორი სახაზავით ერთ ადგილზე...