დილა მშვიდობისა მეგობრებო
როგორ ხართ?
კარგი განწყობისთვის რამოდენიმე ანეკდოტს შემოგთავაზებთ
პატარა ბავშვი ხატავს მამას.
მამამ დახედა, ხედავს მწვანე ფერის თმები აქვს. გაუკვირდა:
– შვილო, მწვანე თმები რატო მაქვს?
– აბა, მელოტი ფანქარი არ მქონდა და მა რა მექნა?!
ყრუ-მუნჯი ყვება:
გუშინ ძმაკაცის ქორწილში ვიყავი და
იმდენი ვიმღერე იმდენი ვიმღერე
ხელები მტკივაო..
ქუთაიში მომხდარი ნამდვილი ამბავი
შუქნიშანთან გაჩერებულია მანქანა, რომელსაც უკანა შუშაზე მიკრული აქვს განცხადება "იყიდება; გამოშვების წელი; ტელეფონის ნომერი"
უკან მიადგა პატრული... პატრულის ერთ თანამშრომელს დაევასა ეს მანქანა და მეორეს ეუბნება:
მოდი გადავრეკოთ და გავიგოთ რამდენად ყიდისო. გაიმართა სატელეფონო საუბარი:
- პატრული: გამარჯობათ, მანქანას რას აფასებთ?
- მძღოლი: ჩემი ძმა, ხუთ წუთში დაგირეკავ, სვეტაფორზე ვდგავარ და უკან დედ***ული პატრული მიდგას…
სვანი იაპონელს დაბრიდავს, დაკითხვაზე ეკითხებიან რატო მოკალიო და სვანმა ეჭვის თვალით მიყურებდაო
ჭიჭიკია ეკითხება ბაზარში გამყიდველს:
- ქათამს რამდენში მომცემო?
- ოც ლარშიო, უპასუხა გამყიდველა.
- რაია, ქინდერის კვერცხებს დებს თუ…?
ომიანობის პერიოდში თბილისელი მოხვდება ქუთაისში და შევა მაღაზიაში.
-ხორცი გააქვთ? -ეკითხება გამყიდველს.
გაოგნებული გამყიდველი შეხედავს და ეუბნება:
-კი ძამა, ღორის, ხბოს, კამეჩის, რომელი გინდა?
-ყველიც ხომ არ გაქვთ?
-კი რავა არა: ჭყინტი, გუდის, მარილიანი, ჰოლანდიური.
-პური?
-კი, თეთრი, შავი, შოთის, ქარხნის.
თბილისელი:
-მეკაიფები?
ქუთაისელი:
-შენ არ დეიწყე?!
* * *
ტენისის მაგიდებს სად აკეთებენ ქუთაისში ან სად იყიდება ხომ არ იცით?
3 ცალი მინდა
This post has been edited by RedBulla on 14 Feb 2012, 10:34