
ბათუმს თავისი „ფუნიკულიორი“ ექნება
,,არგოს” კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია
commersant.ge
თავისი „ფუნიკულიორი“ ბათუმსაც ექნება და ის კომპლექს ,,არგოს” ფარგლებში აიგება. ამის შესახებ commersant.ge-ს ბათუმის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ირაკლი სურმანიძემ განუცხადა.
მრავალფუნქციური გასართობი კომპლექსი ბრიტანელმა არქიტექტორმა ნატმია საფერელმა დააპროექტა. სურმანიძის თქმით, კომპლექსს გემის ფორმა ექნება და მისი მშენებლობა ბათუმის გორაზე უკვე მიმდინარეობს. კარკასის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მალე ,,არგოს” მრავალფუნქციური კომპლექსის მოპირკეთება დაიწყება.
სურმანიძის ინფორმაციით, კომპლექსი ბათუმთან დაკავშირებას საგაბიროს ხაზის მეშვეობით შეძლებს და ის როგორც ადგილობრივ ისე უცხოელ ტურისტებს მოემსახურება. „კომპლექსიდან ბათუმის ულამაზესი ხედები გადაიშლება, როგორც ეს თბილისში, ,,ფუნიკულიორის” შემთხვევაშია,” - აცხადებს ბათუმის არქიტექტურული სამსახურის უფროსი.
მისი ინფორმაციით, ,,არგო” 6-სართულიანი იქნება. სურმანიძის განმარტებით, ობიექტში გასართობი ცენტრების გარდა სავაჭრო ცენტრი, რესტორნები და სპორტული კომპლექსები განთავსდება.
შეგახსენებთ: მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა შპს ,,ჰესპოკის“ ინვესტირებით მიმდინარეობს და მისი დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს იგეგმება.