https://www.facebook.com/notes/tamaz-makash...457236087641528 გორში, სტალინის სახლმუზეუმის სკვერის რებილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს სამუშაოები, რომლისთვისაც გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამოყო 300 000(სამასი ათასი) ლარი. ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილია უნიკალური ჯიშის მრავალწლიანი ნაძვების მოჭრა.
მოგმართავთ გორში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, წინ აღვუდგეთ არაკომპეტენტური ადამიანების მიერ ჩვენი ქალაქის ცენტრში მრავალწლიანი ხეების ვანდალურ განადგურებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ აღნიშნული საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის მომავალი განვითარებისათვის. მინდა ასევე მივმართო შ.პ.ს. „ბოვანის“ დირექტორს ბატონ ივანე ბოლოთაშვილს, ნუ ჩაიდენს ისეთ დანაშაულებრივ ქმედებას, რისთვისაც გარდა სამართლებრივი პასუხისმგებლობისა, მას უდიდესი მორალური პასუხისგება მოუწევს გორელების წინაშე.
დროა, შევაჩეროთ სკვერების ხარჯზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების მშენებლობა, უფრო მეტიც, კაცი არ უნდა სარგებლობდეს ხელისუფლებაში ყოფნით ან მათთან სიახლოვით და არ უნდა იკადროს თავის მშობლიურ ქალაქში ხალხის ნების საწინააღმდეგოდ წასვლა , ამას არ აპატიებს მომავალი თაობა.
მინდა მივმართო გორის საკრებულოს, გთხოვთ, აღნიშნულ საკითხზე გავმართოთ საჯარო დისკუსია.!
თამაზ მაყაშვილი
p.s. ვთხოვ საზოგადოებრი ორგანიზაციას “ჩემი ქალაქი“ ორგანიზება გაუკეთოს გორელების შეკრებას აღნიშნული საკითხის განსახილველად!
ამაზე გაჩუმება უკვე აღარ შეიძლება