ნაღდად არ მეგონა თუ ნაძვების მოჭრის ერთი მომხრე მაინც იქნებოდა ვინმე.
ნუ, არ მეგონა. ძეგლი კიდე ჯანდაბას, აგიტაცია იყო კაი ხანი და შთაუნერგეს ხალხს რომ სტალინი ცუდია და მკვდარი სტალინიც კი სახიფატოა ჯანმრთელობისთვის.
მარა ნაძვები კაცო? ნაძვებიც ხომ სახიფათოა. იცი, მაგათი წიწვები თურმე რომ შეგერჭობა, ტკივილს იწვევს.
ან მეორე, უფრო სიმართლესთან ახლოს მყოფი მიზეზი: თურმე ეგ ნაძვები ძალიან ძველია და შეიძლება წაიქცეს და ვინმეს დაეცეს. ნუ, ასე გაამართლეს ყოველ შემთხვევაში გამგეობის წინ ნაძვების აღება.
ან მესამე, კიდევ უფრო სიმართლესთან ახლოს მყოფი მიზეზი: ვერცხლისფერი ნაძვი, რაც ახლა დგას "ფანტანზე" და რაც იდგა გამგეობის წინ, საკმაოდ ძვირი ხეა და თითო სანტიმეტრობით იზომება მაგის ფასი დოლარებში. და ამდენი ხე გქონდეს და არ გაყიდო? ვის უტოვებ მერე? შენს შემდეგ მოსულ ხელისუფლებას?
და ხალხი სადაა ამ მსჯელობაში? თუმცა ხალხი ხომ ბრბოა. მოჭრი ხეებს, გავა 2 წელი, მიეჩვევა ახალ ხედს და იტყვის რომ მოწონს. ან თუ არაც იტყვის რა. ვის რა ფეხებზე კიდია? ნაძვი ჩემია და მინდა მოვჭრი და მინდა შკურკაზე გავსრიალდები.
არა, რა თქმა უნდა გაცილებით იაფია რომ ქოთნებში ჩადებული გამხმარი ბუჩქებით გამწვანდეს ქალაქი, მეტის ღისები მაინც არ ვართ, საკუთარის გვაფრთხილება ვერ ვისწავლეთ 10 წელია და რაზე უნდა ვილაპარაკო ამის მერე. პროსტა ზაფხულში რომ მზე დააჭერს და ჩრდილი აღარ დარჩება.. თუმცა რა, აქაც შეიძლება ფულის შოვნა? დაგცხა? მომინდომეს უფასო ხის ჩრდილი! ნება იბოძე და ქოლგა გაშალე და იმის ქვეშ რომელიმე ლუდი დალიე. ორმაგი მოგება!
არ ვიცი რამდენად სანდოა ეგ ინფორმაცია, მე იმედი მაქვს რომ გაუგებრობას აქვს ადგილი და ნაძვების მოჭრა ხელს არ შეუშლის სკვერის აღდგენას. თუ არა და მოვუწოდებ ვისაც ეხება - ოპოზიციას და არასამთავროებს ვგულისხმობ - ბრტყელ-ბრტყელი სიტყვების რახარუხს ჯობია საქმე გააკეთოთ და მიხედოთ ამ ამბავს.
ჩვეულებრივო მოკვდავო ხალხო: ვიცი, მეც თქვენნაირი ვარ და მესმის რომ მოშნად გახატიათ ყველას ხეებს მოჭრიან, მტკვარს დააგუბებენ თუ მარსზე გაფრინდებიან, ლიჟბი თქვენ იყოთ კარგად და მერე წარღვნაც მოსულა. პროსტა ახლა შეიძლება დადგეს მომენტი, როცა უნდა ვთქვათ რომ ჩვენც ხალხი ვართ და გადასახადებს რომ გვახდევინებენ, ჩვენს აზრსაც პატივი უნდა სცენ. ესაა დემოკრატიის არსი. არა, თუ ესეც გკიდიათ, არაა პრობლემა. მერე, ასე 40 წლის მერე პრეტენზიები არ უნდა იყოს უბრალოდ.
This post has been edited by dj-guro on 6 Aug 2012, 19:46
საჭის მართვისას მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობ? ესე იგი ყველაზე დაბალი კლასის მძღოლი ხარ @ Jonatahn_smith
ეს საქოცეთი ცოტა ძაან ამოვიდა ყელში.. : user: