https://www.facebook.com/events/22628543083...lan_user_joinedგორის მუნიციპალიტეტის შენობის წინ გავმართოთ საპროტესტო აქცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული საშინელი და არაადამიანური დამოკიდებულებების წინააღმდეგ რომელიც დღეს გავრცელებული ვიდეო მასალით დასტურდება.
ადგილის აქვს პატიმრების წამებას, შეურაწყოფას, დამცირებას, გაუპატიურებას და ასევე გარდაცვალებას ძალადობის შედეგად.
მსგავსი შემთხვევები სისტემატიურად ხდება ქართულ ციხეებში და ეს სულ ასე გაგარძელდება თუ ჩვენ, საზოგადოება არ ავიმაღლებთ ხმას ამ სადიზმის წინააღმდეგ.
საპროტესტო აქციები უკვე იმართება თბილისში, ბათუმში და ქუთაისში.
მოგმართავთ გორის მოსახლეობას, მათ ვისაც სამართლიანობის განცდა ჯერ კიდევ შერჩა, ვისაც ადარდებს ამ ქვეყნის ბედი, ვისთვისაც სულ ერთი არ არის ადამიანის უფლებები, ვისაც არ ეშინია და ვისაც არ ეზარება ადამიანის წამების გაპროტესტება.
ოთხშაბათს, 19 სექტემბერს, საღამოს 7 საათზე შევიკრიბოთ და მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გავმართოთ გორში, ქალაქის მუნიციპალიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
პოლიტიკოსებისგან დამოუკიდებლად, დავუმტკიცოთ ერთმანეთს რომ შეგვიძლია ჩვენი უფლებების დაცვა და რომ გვადარდებს ჩვენი თანამოქალაქეების ბედი.
თუ ეს ყველაფერი პროტესტის გარეშე ჩაივლის და ჩვენ არ მოვახდენთ ამ საშინელებაზე რეაგირებას მაშინ ჩვენ არ გვაქვს უფლება ვთქვათ რომ უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებას ვიმსახურებთ.
დღეს გავრცელებული ვიდეო მასალები:
კადრები შემზარავია!!!
http://www.youtube.com/watch?v=vvrfaiWMkRwhttp://www.youtube.com/watch?v=agDWhr-wn3Ahttp://www.palitratv.ge/akhali-ambebi/poli...-gavrcelda.htmlhttp://www.palitratv.ge/akhali-ambebi/poli...rcelebs-18.html This post has been edited by NikolOzzI on 19 Sep 2012, 09:33