15 თებერვალი ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღეა.
ამასთან დაკავშირებით გორის ახალგაზრდული მოძრაობა ”დროა” მართავს აქციას ”გაიღე სისხლი - დროა!”, რომლის ფარგლებშიც მოძრაობის წევრები შ.პ.ს. გორმედის სისხლის ბანკში ლეიკემიით დაავადებულთა დასახმარებლად სისხლს უსასყიდლოდ ჩააბარებენ.
შემოგვიერთდით და გაიღეთ სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად. ♥
აუცილებელია, რომ სისხლის გაღების მსურველები არ იყოთ უზმოზე.
მისამართი : ქ.გორი, კვერნაკის დასახლება, თამარ მეფის ქუჩა # 126 , შ.პ.ს. გორმედის სისხლის ბანკი, სისხლის გადასხმის სადგური.
(ვიკრიბებით 10:00 სთ-ზე, სისხლის გადასხმის სადგურთან)
საკონტაქტო პირი შოთა ჩილინდრიშვილი 595190913
https://www.facebook.com/events/33620153982...lan_user_joined * * *
თქვენ შეგიძლიათ სისხლის ჩაბარება, თუკი:
თქვენი ასაკი 18-დან 60 წლამდეა;
თქვენი წონა 45 კგ-ზე მეტია;
თქვენი ჰემოგლობინი არ არის დაბალი (ფასდება სისხლის საერთო ანალიზით);
თქვენ არ ხართ დაავადებული სისხლის გზით გადამდები ინფექციებით (აივ ინფექცია, ვირუსული ჰეპატიტები, სიფილისი, მალარია).
სისხლის ჩაბარება არ შეგიძლიათ, თუკი:
გაქვთ ან გქონდათ მაღალი ტემპერატურა გასული კვირის განმავლობაში;
მკურნალობთ ანტიბიოტიკებით, ან სხვა მედიკამენტებით;
გაქვთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, ეპილეფსია, დიაბეტი, თირკმელების ან ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ვენერიული დაავადებები, სისხლისმიერი ინფექციები;
გაიკეთეთ ქირურგიული ოპერაცია ბოლო 6 თვის განმავლობაში;
გაიკეთეთ ვაქცინაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში;
ბოლო 6 თვის განმავლობაში იყავით ორსულად, ძუძუთი კვებავდით ბავშვს ან გაიკეთეთ აბორტი;
უკანასკნელი დონაციის დროს დაკარგეთ გონება;
რეგულარულად მკურნალობდით სისხლის პროდუქტებით;
იყენებდით საერთო შპრიცს მედიკამენტის ვენაში შეყვანისთვის/მოიხმარდით ნარკოტიკს;
გქონდათ სქესობრივი კავშირი სხვადასხვა პარტნიორებთან ან მაღალი რისკის მქონე პირთან;
აივ-ზე ტესტირებისას დადებითი შედეგი იქნა მიღებული.