კი აღარავინ შემოდის ამ თემაში მგონი მაგრამ მაინც იყოს რაიცი რა ხდება

გორის ახალგაზრდული მოძრაობა „დროა“ მოხალისეობრივ საწყისებზე, გორში მოქმედ ორგანიზაციებთან პარტნიორობით, ახორციელებს პროექტს „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“, რომლის მიზანია ქალაქ გორში, კარალეთისა და ვერხვების დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები 16- დან 23 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში მოხალისეობის პოპულარიზაცია, მათი აქტიური ჩაბმა საზოგადოებრივ ცხოვრებაში და იმ უნარ-ჩვევების ამაღლება, რომლებიც მათ შრომით ბაზარზე თვითდამკვიდრებაში დაეხმარება.
პროექტის ფარგლებში მოხდება მოტივირებული ახალგაზრდების შერჩევა. ფოკუს ჯგუფის საშუალებით გამოვლინდება მათი საჭიროებები, რის შემდეგაც სასურველ ტრენინგს გაივლიან. შემდეგ ჩაერთვებიან სტაჟირების პროგრამაში და მოხალისეობრივ საწყისებზე იმუშავებენ გორში არსებული საერთაშორისო თუ ადგილობრივ არასამთავრობო / სამთავრობო სექტორში, ასევე მონაწილეობას მიიღებენ „დროას“ ღონისძიებების დაგეგმვა–განხორციელებაში. სტაჟირების დასრულების შემდეგ ახალგაზრდები თემის განვითარების სტრატეგიას შეიმუშავებენ.
თუ გსურთ მონაწილეობა მიიღოთ აღნიშნულ პროექტში, გთხოვთ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა.
სააპლიკაციო ფორმების გამოგზავნის ბოლო თარიღია 2013 წლის 30 სექტემბერი.
წარმატებებს გისურვებთ.
https://docs.google.com/forms/d/1KJRkpkF1Sm...vAV9Xc/viewform