ჩემს ძმის შვილს უნახავ სადღაც.
შედევრი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ-სიყვარულითაა:
რაჭა ვნახე... ნიკორწმინდა და სხვავა!
სამოთხისგან რაჭა რამ განასხვავა?
სად შეხვდები ასეთ ლამაზ სხვა ველებს?
გაუმარჯოს, გაუმარჯოს სხვაველებს!
ასე რატომ მომეწონა რაჭა მე?
- რაც თვალს აკლდა, აქ ვასვი და ვაჭამე!
ვნახე ცაში თეთრი მთების თარეში!
რა ედრება ამ მთებს სიანკარეში?
არ მბეზრდება მე ოცნება სხვავაზე!
აქ შეხვდები სხვა ცას, სხვა მზეს, სხვა ვაზებს!
ჩამოასხით მასპინძლებო ხვანჭკარა!
ნელა არა რაჭველებო, ჩქარ-ჩქარა!
ისევ ცოცხლობს ჩემში მთები და რაჭა!
მის სიკეთეს დავუდგები დარაჯად!
თქვენს ჭურებში ღვინოს რა დააძველებს?
გოუმარჯოს, გოუმარჯოს რაჭველებს!
ერთი სული მაქვს როდის მოვა ივლისი!
This post has been edited by upwave on 17 Jun 2012, 23:49