კი მაგარი ჩათლახი ამინდები იყო მარა ეხლა კაი ამინდია სიცხეა +29' იყო დღეს
ექსკურსი უკრაინულად მაგარი კაცია ისე
დადგენილება N 3-1 ბათუმის უბნები
. baTumi
31 marti 2008 weli #3-1
დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა
****************************************************
თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის უბნების
შექმნისა და მათი საზღვრების დადგენის თაობაზე
`ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანო ნის პირველი მუხლის `ზ.გ~ ქვეპუნქტისა და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის `ზ~ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
1. შეიქმნას თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის შემდეგი ადმინისტრა ციუ ლი ერთეულები (უბნები):
ა) ძველი ბათუმის უბანი;
ბ) ხიმშიაშვილის უბანი;
გ) ბაგრატიონის უბანი;
დ) აღმაშენებლის უბანი;
ე) ჯავახიშვილის უბანი;
ვ) თამარის უბანი;
ზ) ბონი-გოროდოკის უბანი.
2. დადგინდეს თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის ადმინისტრაციული ერთეუ ლების (უბნების) საზღვრები:
ა) ძველი ბათუმის უბანი _ ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების შეერთებიდან შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების შეერთებამდე ჯავახი შვი ლის კენტ მხარეს; შ. ხიმშიაშვილის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩის დასაწყი სამდე შ. ხიმშიაშვი ლისა და ნინოშვილის ქუჩების გავლით ამავე ქუჩების ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; გოგებაშვილის ქუჩის დასაწყისიდან გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების შეერთებამდე გოგებაშვილის ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით და გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების შეერთებიდან ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების შეერთებამდე ჭავჭავაძისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
ბ) ხიმშიაშვილის უბანი _ ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვე თი დან შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების შეერთებამდე ჯავახი შვილის ქუჩის ლუწ მხარეს, შ. ხიმშიაშვილისა და ჯავახიშვილის ქუჩების შეერთებიდან შ. ხიმშიაშვილის ქუჩასა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრის შეერთებამდე შ. ხიმშიაშვილის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით; შ. ხიმშია შვილისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრის შეერთებიდან ჟილინის არხის აყოლებით ტბელ აბუსერიძისა და ხელვაჩაურის მუნიციპალი ტეტის საზ ღვრის შეერთებასა და ტბელ აბუსერიძისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრის შეერთებიდან ტბელ აბუსერიძისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთამდე ტბელ აბუსერიძის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
გ) ბაგრატიონის უბანი _ ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების შეერთებამდე ტბელ აბუსერიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების ლუწ მხარეს, გოგებაშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების შეერთებიდან გოგება შვილისა და შავშეთის ქუჩების შეერთებამდე გოგებაშვილის ქუჩის ლუწ მხარეს, გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების შეერთებიდან შავშეთის, სერგი მესხისა და ბაგრატიონის ქუჩების შეერთებამდე შავშეთის ქუჩის ლუწ მხარეს, შავშეთის, სერგი მესხისა და ბაგრატიონის ქუჩების შეერთებიდან ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე ბაგრატიონის ქუჩის ლუწ მხარეს და ბაგრატიონისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთამდე გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერიტორია.
დ) აღმაშენებლის უბანი _ ტბელ აბუსერიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების კვეთიდან ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთამდე (წრიულამდე) ტბელ აბუსერიძის ქუჩის ლუწ მხარეს; ტბელ აბუსერიძის, კობალაძისა და აღმაშენებლის ქუჩების კვეთიდან (წრიულიდან) აღმაშენებლისა და ხახულის ქუჩების შეერთებამდე აღმაშენებლის ქუჩის ორივე მხარეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე არსებული ტერიტორიის ჩათვლით, აღმაშენებ ლისა და ხახულის ქუჩების შეერთებიდან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე და თვითმმართველი ქ. ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალი ტეტის საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია.
ე) ჯავახიშვილის უბანი _ გენ. ასლან აბაშიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვე თიდან ბაგრატიონის, სულაბერიძის და ვარშანიძის ქუჩების შეერთებამდე ბაგრა ტიონის ქუჩის კენტ მხარეს, ბაგრატიონის, სულაბერიძისა და ვარშანიძის ქუჩების შეერთებიდან ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების შეერთებამდე ვარშა ნიძის ქუჩის ლუწ მხარეს და ვარშანიძისა და გენ. ასლან აბაშიძის ქუჩების შეერ თებიდან გენ. ასლან აბაშიძის ქუჩის კენტ მხარეს შორის არსებული ტერი ტორია.
ვ) თამარის უბანი _ მდინარე ბარცხანის ხიდიდან თამარ მეფის გამზირის გავლით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე თამარ მეფის გამზირის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით, მდინარე ბარცხანის ხიდიდან მდინარე ბარცხანის აყოლებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრამდე მდინარე ბარცხანის მარჯვენა მხარეს და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრებს შორის არსებული ტერიტორია.
ზ) ბონი-გოროდოკის უბანი _ გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების შეერთე ბიდან გოგებაშვილის ქუჩის გავლით მდინარე ბარცხანის ხიდამდე გოგებაშვილის ქუჩის ორივე მხარეს ზღვის სანაპირო ზოლის ჩათვლით, მდინარე ბარცხანის ხიდიდან მდინარე ბარცხანის აყოლებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზ ღვრამ დე მდინარე ბარცხანის მარცხენა მხარე, გოგებაშვილისა და შავშეთის ქუჩების შეერთებიდან შავშეთის, ბაგრატიონის და სერგი მესხის ქუჩების შეერთებამდე შავშეთის ქუჩის კენტ მხარეს, სერგი მესხის, შავშეთის და ბაგრა ტიონის ქუჩების შეერთებიდან სერგი მესხისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზღვრის შეერთებამდე სერგი მესხის ქუჩის ორივე მხარეს და თვითმმართველი ქალაქის - ბათუმისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საზ ღვრებს შორის არსე ბული ტერიტორია.
3. თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის უბანში (უბნებში) მართვის ოპტიმი ზაცი ისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურებით უზრუნველ ყოფის მიზ ნით საკრებულოს გადაწყვეტილებით იქმნება მერიის ტერიტორიული ორგანო (ორგა ნოები).
4. თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების რაოდენობა, უფლებამოსილება და სხვა საკითხები განისაზღვრება საკრებულოს მიერ დამტკიცებული თვითმმართველი ქალაქის _ ბათუმის Mმერიის ტერიტორიული ორგანოების ტიპიური დებულებით.
5. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბადრი ქაჯაია
This post has been edited by M-A-S-E-R-A-T-I on 15 Oct 2012, 22:34