განაწყენება არაფერ შუაშია.
ძმას ვენაცვალე ასევე, მაგრამ აქ ზოგადად კასპზე არის საუბარი და არა ერთეულებზე.
მოწყენილობას არც მე ვუჩივი, მაგრამ ზემოთ როგორც ავღნიშნე მე ვიძახი თვითონ კასპში საერთოდ რა ხდება და რა მდგომარეობაა მაგას.
ალბათ კასპელი ხარ და გეცოდინება როგორი იყო 5-6 წლის წინ კასპში ზაფხული, ხალხით იყო გადავსებული ცენტრი და ასე თუ ისე გართობა იყო, ასევე ყოველ ახალ წელს კარგი კონცერტები იმართებოდა.
ეხლა რომელ ერთს მეტყვი?
ახალ წელს რომელიღაც ორსულ მომღერალს ასაფეთქებლები რომ ესროლეს და გააქციეს, იმის მერე კონცერტი აღარ ყოფილა და ზაფხული კიდევ მერამდენე წელია უკვე ისეთი ხალისით აღარ არის, როგორც ადრე იყო.
თვითონ კასპში, კასპელი ახალგაზრდობა ვერ ერთობა სათანადოდ. ნუ მე ბირჟას არ ვგულისხმობ, ყველა თუ არა უმეტესობა ბირჟაზე ვდგავართ, მაგრამ ეგ გართობა არაა.
გასართობი რეალურად არის კაშხალზე

სადაც 2342323000 ადამიანი ბანაობს ერთ პატარა დაგუბებულში
და კიდევ იქ საბილიარდოში, რომელში გოგო ვერ შევა ვერანაირად.
ზოგადად რომ ვლაპარაკობთ გართობაზე, გოგოც უნდა ვიგულისხმოთ და ბიჭიც.
თუ პივის სმა და თევზის ჭამა გართობაა ზაფხულში ყოველ ღამე ვერთობი და ვგულაოოოოოობ....
ერთი ხელოვნური იყო სადაც მე პირადად ვერთობოდი კარგად, ფეხბურთის თამაშით და ისიც განადგურებულია, ხალხს ხელოვნური ბალახი სახლის წინ ხალიჩად უფენია და შებელი მშენებლობაზე წაიღეს ზოგმა