Wild Thingნორმალურად,
სხვაგან გადავედი საცხოვრებლად და ერთი პერიოდი არეული იყავი
თან მაგას ღამის სმენაში მუშაობაც დაემატა და სულ გავრობოტდი
ეხლა დალაგდა ცოტა სიტუაცია მაგრამ პრობლემა არ გადაჭრილა

ციურიხი ლამაზი ქალაქი იყო, მაგრა მომეწონა მაგრამ აუტანელი სიძვირე იყო

ჩემთვის თორე იქაურებისთვის ნორმალური ფასებია

თან ევროთი ვიყავი და ორმაგს ანგარიშობდნენ

სანამ ფრანკზე არ გადავახურდავე მაგრა გავიწეწე

ბევრ ევროპულ ქალაქში ვარ ნამყოფი მაგრამ ციურიხში რომ შარვალკოსტუმიანი და გემოვნებით ჩაცმული ხალხი დადიოდა ქუჩაში მაგდენი არცერთ სხვა ქალაქში არ მინახავს.
ბანკების და სახვა დაწესებულებების თანამშრომლები იყვნენ

ძველი კურსელიც ვნახე ბანკში მუშაობს

ჩვენთან ყველაზე დაბალი ხელფასი კარისკაცს აქვს და თვეში 3600 შვეიცარულ ფრანკს იღებსო

მუზეუმი ჰქონდათ რაღაცა უმაგრესი, გატენილი იყო ექსპონატებით და რაც მთავარია ფოტოს გადაღებას არავინ არ გიშლიდა (პირველად შემხვდა ეგეთი "ღია" მუზეუმი)
მეც დავადექი და ელემენტის დაცლამდე ვიღე სურათები