გილოცავთ რაჭველებო და რაჭის მოყვარულებო, რიგით 17- თემის გახნას და ამ ფაქტის აღსანიშნავად თემას წარვუმძღვანებ, ექსპრომტად დაწერილ საკუთარ პატარა ლექსუკას. ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია პოეტობაზე (ან კი როგორ უნდა მქონდეს მურმან ლებანიძის (და სხვა მრავლის) წამკითხავს), ამიტომ ძლიერი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ნუ გამატარებთ

*რაჭის სიყვარულს*
რაჭა ჩვენი სიამაყე - საქართველოს მშვენება,
მუდამ იყოს ლამაზი და მუდამ ჰქონდეს შენება.
არ ენახოს გაჭირვება, დარდი და დაბერება,
ჩვენგან უნდა მოფრთხილება და სათუთად ფერება.
*
რაჭა ჩვენი სიყვარული თვალის ჩინი თუ არი,
ახლოს არვინ გავაკაროთ, მატყუარა თუ ავი.
თავს იწონებს ლობიანით, ლორითა და ფხლუანით,
ვისაც ერთხელ გაუსინჯავს, ვეღარ უთქვამს უარი.
*
ბაჭული და შეკეცილი, დალოცვილი ხვანჭკარა,
გვანებივრებს მჟავე წყლებით უწერა, ნაპერწკალა.
შქმერს და გლოლას მოვიკითხავ, ხოტევსა და აგარას,
მრევლი არ გამოლეოდეს ნიკორწმინდას, მრავალძალს.
*
ბუნება და მთა-ბარი, საოცარი რამ არი,
რაჭას ისე ნუ მოივლი, რომ არ ნახო აბარი,
რომ არ ნახო საჩიტია ჯიხვითა და არწივით,
ლუხუნის და რივნის ჭალა, დაგრეხილი ყანწივით.
*
არ მოშლოდეს წინაპრების ადათი და წესი ძველი,
დალოცოს და გვიდღეგრძელოს სტუმარი და მასპინძელი.
რაც დრო გადის, უფრო მეტად, მხარში დგომა უნდა ჩვენი,
არასოდეს დაგვევიწყოს წარსული და ხვალინდელი.
*
რაჭა ჩვენი სიამაყე - საქართველოს მშვენება,
მუდამ იყოს ლამაზი და მუდამ ჰქონდეს შენება.
არ ენახოს გაჭირვება, წუხილი და ვარამი,
ჩვენც მის გვერდში ვმდგარიყავით, მუდამ, აწ და მარადის!
კ. ლ. 02.11.12
იმედია არ მიწყენთ ჩემს პოეტურ გამოხტომას

და ესეც ეპილოგად:
"თქვენც თავს აღარ შეგაწყენთ და მაგრად ვიგიჟპოეტე,
დღეს თუ არვინ დამიფასებს, ხვალ შემაქებს - გოეთე".

ეხლა რაც შეეხება თემას, წინა თემების ლინკები:
რაჭა...რაჭა...რაჭა....რაჭარაჭარაჭარაჭარაჭარაჭა-IX ნაწილირაჭა-X საიუბილეო ნაწილიყველაზე სწრაფები-XIყველაზე სწრაფები მსოფლიოში XII ნაწილირაჭა XIIIრაჭა XIVრაჭა ჩვენი სიყვარული (ეს 15 და სხვა მრავალი)რაჭა, მარად ჩვენს გულებში (თემა XVI ),რაჭის ჰიმნი და გიორგუნას ცეკვა თქვენ დადეთყე.
ხოლო მოწინავე ათეულთა (და სხვა მრავალთა) სიას მოგვიანებით გამოვააშკარავებთ
This post has been edited by Comp_E X P E R T I on 8 Nov 2012, 03:50
•Comp_E X P E R T I (დინჯი წესელი). ნაციონალი, მაგრამ არა ნაც. პარტიიდან!
•30 წელი IT სფეროში.
• ძნელი საყურებელია, როგორ ურეცხავენ ტვინს ახალგაზრდა თაობას, თუნდაც სკოლებში და არამარტო...
•არც ევროპული საქართველო მინდა და არც რუსული!
-- ქართული საქართველო მინდა