მიზეზი ხო მაინც გაქვს ჩასასვლელი
ეხლა იქ რო ვიყავი ბაჭიას 3 ღორი გაეგუდა

ისეთი პატარა საღორე გაუკეთებია და ისე შეუფუთია რო ღამე ვერ გადაიტანეს

არ უთხრა ოღონდ მე რო გითხარი

რაჭის სადღეგრძელო
გული სხვაგვარად ფეთქავს, თითქოს ზეცისკენ იწევს,
ისე ახლოს ვარ ღებთან, ღმერთთან საუბარს ვიწყებ,_
ღმერთო, ადიდე ფუძე და ჭერს მოჰფინე მადლი,
როცა მრავალძალს ვუმზერ, თავზე მირონი დამდის,
შუბლთან მიტანილ სამთითს მე ჯვრად ვისახავ პირზე,
ზურგს ვერ შევაქცევ სამთისს, გინდაც რომ რამე მჭირდეს...
ან კი, რა უნდა მჭირდეს აქ, სიყვარულის მეტი?..
სხვას ვერ დავუთმობ ჭიბრევს, ჩემია ფარახეთი...
ნიავს გავატან წერილს, მკერდზე რომ წლობით ვწერდი,
რომ სიხარულის ცრემლი წვიმად ედინოს წედისს,
აუყვავილდეს კორდი, ყოველთვის, როცა მოწვიმს,
რივნის ჭალაზე ჩორდი კვლავაც იხდიდეს ქორწილს...
მზე რომ დედოფლად მორთავს, ვარდს ედედოფლოს მუდამ,
ემღერებოდეს ქორთას, ეცეკვებოდეს ზუდალს...
ვერ გავიმეტებ მეწყერს, ფერსაც შევუცვლი შავ ქვას,
სულ მისხალ-მისხალ შევძლებ სული ვუბერო ჟაშქვას,
რომ არ ჩაუქრეს კერა, სულს მივცემ სამოსახლოდ,
ხელს გადავუსვამ სევას, გულთან მყავს ისე ახლოს,
მისი სუნთქვაც კი მესმის, აქ ხომ ონტკოფაც მოცვობს,
გინდა კოცნო და კოცნო, ნისლი რომ ასდის ბორცოს,
რომ ესინჯება გემოც, ნისლია ჭადის სისქე,
ქარსაც კი ისე ვჩემობ, მივყვები წკადისისკენ...
ვინ რას ელევა, მან თქვას, სუნით ვცნობ ყველა ღელეს,
ვერ შეველევი, რა ვქნა, შხივანასა და ველევს...
მზეს რომ ხელები ქონდეს, ჩაიხუტებდა გულში,
ვარდს მოტაცებდა ხოტევს, დარგავდა ბუგეულში...
ისე ელვარებს გული, მზემ სხივი დაატოლა
და ცა ასეთი ლურჯი შემოაქსოვა ტოლას...
ეს სილამაზე მხოლოდ, ზღაპრად მაქვს განაგონი,
შეხიდებია ქოლოსს სიწმინდე ბარაკონის...
ეს ყველაფერი კარგი, ან კი სხვა რაღა მინდა?...
წყალმა წაიღოს დარდი, როცა მაქვს ნიკორწმინდა...
როცა მრავალძალს ვუმზერ, თავზე მირონი დამდის,
ღმერთო, ადიდე ფუძე და ჭერს მოჰფინე მადლი,
გული გააბი ჯაჭვად "ყოველთა კაცთა შორის"
და დამილოცე რაჭა, მხარე სამოთხის ტოლი...
ბადრი სულაძე