EKIKULIძალიან დაივიწყეთ რაჭის თემა
.......................................
რაჭველებო ხომ გახსოვთ აბაზანაში რომ ჩავიკეტე რაჭაში და მთელი რეგიონი და რაიონი მეძებდა

მსგავსი სიტუაცია გადამხდა გუშინ.
ერთ ბოშუნას შევხვდი დავსხედით სადღაც ფირმა-ფირმა სახელიან კაფეში ვისაუბრეთ სტანდატრული ტექსტებით ცოტაც დავლიეთ და გამოსვლის დრო დადგა, გადავიხადე ფული და საფულე კურტკის ჯიბეში ჩავიდე, გამოვედით გარეთ და დრო იყო უკვე ტრანსპორტზე გვეფიქრა დავეჯაჯგურე ჯიბეს და ვაი საყვარელო ვეღარ ვსხნი

წამო ცოტა გავიაროთ მეთქი კარგიო მივდივარ და თან ვესაუბრები თან კურტკას ვაწვალებ ერთი 15 წუთი ვერ გავხსენი, ავივლით-ჩავივლით, მოკლედ ვერაფრით ვერ ვხსნი. ბოლოს მომიწია თქმამ, წვიმაც წამოვიდა, ჯიბე გამეჭედა ვერ ვიღებ საფულესთქო

ჯერ მაღაზიაში გამოვართვი დანა ვერ გავხსენი, მერე ორი კარგი ბიჭი შემხვდნენ ტაქსაობდნენ და იმათმა პრტყელტუჩას დახმარებით ძლივს გამიხსნენ ი დასაწვავი კურტკის ჯიბუკა. ასე გამიფუჭა ე.წ. პაემანი კურტკამ, იეჭვიანა ალბათ