ვააააააა, გადამრიეთ რა. რამის წამოვხტე და გავიქცე ეხლავე
annakგაინტერესებთ რატომ მიყვარს რაჭა ძალიან?
ხალხი, იქაური ხალხი. სიტყვები არ მყოფნის რომ გადმოგცეთ რას გვრძნობ იქაურებზე. ბუნება ხო სასწაულია, ულამაზესი მაგრამ ხალხი არის იქ ძალიან სუფთა, გაურყვნელი, თბილები და მათ ვთვლი პირველ ქართველებად.
თბილისში ვარ დაბადებული და გაზრდილი, წარმოშობით ლეჩხუმელი ვარ, მაგრამ ჩემი წინაპრები იმერეთში არიან გადასახლებული, შროშაში მაქვს სოფელი, მაგრამ აქაც კი თბილისში ადამიანზე რომ გავიგებ რომ რაჭველია სხვანაირად ვენწყობი მის მიმართ და იქაურებზე ხო საერთოდ. სოფლებში რომ დავდივარ ხოლმე რა საყვარელი მოხუცები არიან, პირველად რაჭაში 1997 წელს ვიყავი. 17 წლის ვიყავი და ახალი ჩაბარებული მქონდა ჯგუფელმა დაგვპატიჟა რთველში ძირაგეულში, ამბროლაურთან არის გეცოდინებათ რა თქმა უნდა. მთელი ჯგუფი მოდიოდა რომ გეკითხათ და მეორე დილას დიდუბის ავტოსადგურში მივედით 3 კაცი, ვისთანაც მივდიოდით ის ლევან ბოჭორიშვილი, მე და ჩემი ბავშვობის ძმაკაცი ისიც ჩვენი ჯგუფელი, ფორუმზე არის ისიც JNOSY ნიკით. 20 კაცი უნდა წავსულიყავით და აღმოვჩნდით სამნი. მაშინ არც მობილური ტელეფონები იყო, ერთეულებს ქონდათ, რაღა უნდა გვექნა ჩავჯექით ავტობუსში და წავედით. რას წარმოვიდგენდი სად მივდიოდი. როგორც კი ავტობული ნაქერალაზე ავიდა, მერე შაორი გამოჩნდა მაშინ მივხვდი რა მაგარი სამშობლო მქონდა, იმის მერე ვარ რაჭაზე არანორმალურად შეყვარებული, მაგრამ მთავარი ეს არ იყო.
ძირაგეულში რომ ჩავედით იქ დაგვხვდა ლევანის მოხუცი ბებია და ბაბუა. 1 კვირა ვიყავით იქ და ის ერთი კვირა ცხოვრებაში არასდროს არ დავამიწყდება, რამხელა სიყვარული, სითბო (რაჭული სითბო, რაჭის გარდა ამას ვერსად ვერ ნახავ) მახსოვს მათგან. ზემოთაც დავწერე პატარები ვიყავით და მათმა შვილიშვილმა რომ ძმაკაცები ჩაიყვანა მაგაზე სულ გადაირიენ სიხარულით. ბევრს აღარ გავაგრძელებ და იქ ჩვენ ხალხში სითბო დავინახეთ ეგეთი მართლა არ მახსოვს, თან გადაგვყვნენ, მაგრამ მე ის კატეგორია არ ვარ რომ მე რომ თან მყვებიან მხოლოდ ეგ მსიამოვნებდეს, რაღაც სხვაზე ვლაპარაკობ რა, უფრო დიდზე და მნიშვნელოვანზე. მათი ცხოვრება მომეწონა, ოღონდ ცხოვრება ძალიან ძალიან ფართო გაგებით, იმედია მიმიხვდებით.
ყოველ ზაფხულს შოვში ვისვენებდით, 2008 წლის მერე ვერა და ვეღარ მოვაბი თავი წასვლას, ამბობენ რომ მამისონთან რუსმა ღორებმა საზღვარი გადმოწიესო და გული მაქვს გახეთქილი. მთელ სამეგობროს და საძმაკაცოს შევაყვარეთ რაჭა, ყველაზე ტკბილი მოგონებები რაჭასთან მაკავშირებს და ძალიან ძვირფასია ჩემთვის. იქ რომ ვარ პრობლემები ძალიან შორს მიდიან ჩემგან. აღარ მჯერა თუ რამე პრობლემები მქონია. ყველაზე მეტად კი იქაურ ხალხთან ურთიერთობა მიყვარს, სორი, წკადისი, მუხლი ამ სოფლებში დამისვენია. მთები სულ ფეხით მაქვს შემოვლილი. შოვიდან მამისონზე ფეხით ვარ ასული და ჩამოსული მარტო.
annakმგონი რაღაც დონეზე ავხსენი ხო? ჩათვალე იმის მეათედიც ვერ გადმოგეცით რასაც ვგრძნობ.
კიდევ ერთ ისტორიას შეგახსენებთ და მეტი აღარ შეგაწყენთ თავს.
2007 წელს ძალიან რთული გრაფიკით ვმუშაობდი, 3 სამსახური მქონდა და ვერაფრით ვერ ვახერხებდი მაშინ ქალაქიდან გასვლას. ოჯახური მდგომარეობა იყო ასეთი და ჩემი სამეგობრო წავიდნენ შოვში. სული და გული გავაყოლე კი მიხვდებოდით უკვე და იქიდან ჩემი ერთი ძმაკაცი მირეკავდა და ტელეფონით მასმენინებდა მდინარე ჭანჭახის ხმას. იმ ადგილებში ჭანჭახი კი არ მოდის მოანგრევს, 1 ტონიან ლოდებს მოაგორებს ბუბას მთის მიდამოებზე ვლაპარაკობ და დასაბმელი გავხდი. მივყარე ყველაფერი და არ გავაფრთხილე არავინ ისე წავედი დილის 8 საათზე, ჩავედი ისე რომ არავინ არ მელოდებოდა და ერთ-ერთს დავურეკე ეხლა სად ხართ მეთქი, სულ ბოლო სანატორიუმია სადაც ჩვენ დავდივართ შოვი ქვია, იქაურები გელას კოტეჯებს ეძახიან. ხოდა მამისონის გზაზე ვართ ამოსული მდინარეზე, გოგონები ზაგარს იღებენო. ხო ვიცოდი რა ადგილიც იყო, ავედი ჩუმად და დავიმალე ტყეში. დაველოდე და ნელნელა ამოლაგდნენ და წავიდნენ ქვემოთ. ხომ წარმოგიდგენიათ როგორი გზაა იქ. მიწის გზა და დაეშვნენ ქვემოთ სამანქანო გზაზე. ამ დროს ზემოდან მოდიოდა ზილი თივით დატვირთული, გავაჩერე ავხტი ამ თივაზე და წავედით, ჩავიმალე და რომ გავუსწორდით ამათ წამოვხტი უცბად და რომ დამინახეს ძირს დაიყარნენ, ხელები და ფეხები ზემოთ ქონდათ აშვერილი და 10 წუთი იცინოდნენ.
ასე ჩამიყვანა ჭანჭახის ხმამ ჩემს უსაყვარლეს ადგილზე დედამიწის ზურგზე.
მთაში ალპურ ზონაში მწყემსების ქოხში დავრჩენილვართ, გვიქეიფია, მაგაზე მაგარი დრო და ეგეთი ძვირფასი დღეები რაც რაჭაში გამიტავებია იქაურებთან არსად არ გადამხდენია თავს.
კიდევ ერთხელ ვამბობ, რაჭაში ყველაზე მეტად მიყვარს რაჭველები, იქაური ხალხი. ბევრჯერ მომხდარა და ყველა შემთხვევას ვერც კი გავიხსენებ რამდენჯერ შევუპატიჟებივართ რაჭაში სულ უცხო ოჯახებს და რა ბედნიერი ვარ ხოლმე მაგ დროს და როგორ მენატრება მაგას ეხლა ნამდვილად ვერ აგიღწერთ. იქ, იქაური კაცის ეზოში, მწვანილით და ლობიოთი ქეიფს მსოფლიოს არც ერთი რესტორანი არ მირჩევნია.
სხვათა შორის სიძე შემხვდა რაჭველი, შქმერელი გაგნიძე, მაგრამ დღემდე ვერ დააყენა საშველი ჩემს წაყვანას.
ვახ, ამდენი არ მიწერია არასდროს მგონი

ასე რომ გკოცნით და გეხვევით რაჭველებს, მიყვარხართ და მეყვარებით ყოველთვის.
This post has been edited by internazionale on 13 Mar 2013, 16:26