კაი მე დავწერ

ვერ გადავწყვიტეთ სად წავსულიყავით და ბოლოს ერთ კაფეზე შევაჩერე არჩევანი სადაც მეგობრებთან ერთად რამდენჯერმე ვიყავი და ნორმალური სიტუაცია იყო

რომ შევედით რუსული სიმღერები იყო და შეცვლა ვთხოვეთ და ტვ ჩართეთ ან სხვა იყოს თქო, 2 ტვ იყო ერთში სიმღერები იყო მეორეში სერიალი და ინფოები, მოკლედ დომხალი! არადა ერთ დროს ნორმალური გარემო იყო ნამდვილად, კარგა ხანია არ ვყოფილვარ მანდ და შეუცვლიათ თორე ნამდვილად არ გავაკეთებდი არჩევანს მასზე! რეედბულამ თქვა კიდე კაი ჩვენი არჩეული რომ არააო

მერე მენიუში ტკბილეული გვინდოდა მე და ჟულიენს და მანდ რაც წერია არაფერი არ გვაქვსო, ამაზე გადავირიე , აბა აქ რატომ წერია ჩამონათვალშითქი, შესაცვლელიაო ! მერე აქამდე რატო არ შეცვალე მეთქი! ისეთი თვალებით შემომხედა რომ , უიჰ !
მერე ანგარიში ვთხოვეთ, და ზეპირად გვითხრა თანხა, მოგვიგდო სიტყვა, ამაზე სულ გადავირიე, ჩამონათვალი მომიტანე მეთქი !
მომიტანა და თან ყვიროდა: აი ეს რომ არ იეჭვიანოთ შეამოწმეთო ,

რა შევამოწმო მეთქი?????
და მომსახურეობის დაგვიმატა და ეს თანხა ქონდა შემოხაზული
გურანდა და მე გიგამ , ალექსმა და მარლიშვილმა დაგვპატიჟეს, რისთვისაც მადლობა კიდევ ერთხელ მათ
This post has been edited by Wild Thing on 30 Nov 2012, 00:13