„ორბი“ ბაკურიანში Orbi palas–ის მშენებლობას იწყებს
„ორბი ჯგუფი“ ბაკურიანში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებს. Orbi palas–ის მშენებლობა მიმდინარე წლის მარტში დაიწყება. როგორც сommersant.ge-ს სამშენებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ განუცხადა, ეს იქნება სასტუმრო ნომრების ფართის მქონე კომპლექსი, რომლის შეძენის შემთხვევაშიც მესაკუთრეს შესაძლებლობა ექნება სასტუმროს ფუნქციონირებით რეგულარულად მიიღოს შემოსავალი და ამასთან, სასტუმრო ნომერში მისთვის სასურველ დროს დაისვენოს.
კვერღელიძის განმარტებითვე, სასტუმროს მშენებლობა დეკემბერში დასრულდება და მომხმარებელს ფართების შეძენის შესაძლებლობა მიეცემა.
ამ ეტაპზე კი ანალოგიური პრინციპის მქონე პროექტს კომპანია ბათუმში ახორციელებს, სადაც, კვერღელიძის განცხადებით, ფართების 50% უკვე გაყიდულია.
აღნიშნული სასტუმროს ტიპის მქონე საცხოვრებელი ნომრის ღირებულება კვადრატულ მეტრზე 750–1500 დოლარს შეადგენს, ხოლო აქციის დროს ერთი ნომერი 17 775 დოლარი ღირდა. სასტუმროში სულ 800 ნომერია.
შეგახსენებთ: Orbi Residence–ი „აკვა პარკის“ მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება. სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს, რაც სპას, აუზს, ფიტნესსა და სხვა გასართობ ობიექტებს მოიცავს.
კვერღელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე 28–სართულიანი სასტუმროს მეოთხე სართულის მშენებლობა მიმდინარეობს და Orbi Residence–ი სრულად მომავალი წლის თებერვალში დასრულდება.
http://www.commersant.ge/?id=15013
https://forum.ge/?&act=Members&photoonly=&name=&name_box=all&max_results=50&filter=ALL&sort_order=desc&sort_key=posts&st=550
http://www.skyscrapercity.com/forumdisplay.php?f=2839