zura96მესმის შენი, გულწრფელად, ვიზიარებ კიდეც..
მაგრამ მე გირჩევ ამხელა ტრაგიზმით ნუ აივსებ გულს და გონებას,
რადგან ცხოვრება ისედაც რთულია და ჩვენც ვეცადოთ გავიმარტივოთ და გავილამაზოთ.
რამოდენიმე მიზეზს დაგიწერ და მეთოდს, როგორ უნდა განიტვირთო:
1) პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გახსოვდეს, რომ ასეთი ხალხი (შენ როგორსაც აღწერ) არა მაარტო რუსთავში, არამედ მთელს დედამიწაზეა.
2) არსებობს ხალხი (რომელსაც შენ ან ვერ, ან არ ხედავ), რომლებიც ძალიან კარგები და სასურველები არიან და რომლებიც ასევე მარტო რუსთავში კი არა მთელს მსოფლიოშია.
3) თუ ხედავ, რომ ვინმე ცუდად იქცევა, რაიმეს აფუჭებს და ასე შემდეგ, მსუბუქი "შენიშვნა" უთხარი, ან ჩემსავით შეუღრიალე ერთი ხოშიანად

("ხომ არაფერს აშავებენ, მაინც დანაშაულია"...)
4) თუ აქ ცხოვრობ და ასე გიჭირს, იქნებ შენთვის სასურველ ადგილზე გადაცხოვრდე (ვიცი ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ კომფორტი და სულიერი სიმშვიდე მსხვერპლს მოითხოვს)
5) თუ არ ცხოვრობ და საქმის გამო გიწევს მხოლოდ აქ ყოფნა, მაშინ როგორმე აგვიტანე ეგ რამდენიმე დღე და ყურადღებას ნუ მოგვაქცევ.
6) ძალიან კარგი თუ მხოლოდ საძაგელი სიგარეტები იყიდება ჩვენთან, იქნებ ამან მაინც გადაგაჩვიოთ მოწევას

პ.ს. ვისურვებდი, რომ მართლაც ბევრი ვიკითხოთ და ვისწავლოთ და განვითარდეთ, ამაზე უკეთესი რა არის, მაგრამ ეს ყველას ეხება, არა მარტო რუსთავს.
პ.პ.ს. რუსთავს ყველაუყვარს, შენც უყვარხარ (ეს შეიძლება არც განაღვლებს, მაგრამ მაინც კარგია, როცა ვიღაცას უყვარხარ

)