რომ არ დავწერო არ შემიძლია
დღეს გარეთ გავედი, ღამით, თბილოდა და სუფთა ჰაერს ჩავაყლაპებ თქო ჩემ ქუცუნიას...
გაზაფხულის სურნელით ვიჟღინთებოდით და ვტკბებოდით
გავედით ცენტრალურ გზაზე და დგანან წაკლა ტიპები გზის პირზე, ერთი გაზონზეა გადმომხტარი და მოტრიალებულია სასეირნო გზისკენ და ძაააააალიან საზიზღრულად და გულისამრევად და უტიფრად მოგვჩერებია და ფსავს.
მე შემთხვევით გავიხედე და რომ დამინახა მიტრიალდა ეგრევე გზისკენ და ყვავილებში მიუშვა, გზის პირზე ყვავილები რომაა ჩარგული იქ
და ძალიან ამაყად რაღაცას ლაპარაკობდნენ ხმამაღლა.
ბავშვი რომ არ მჭეროდა მიიღებდა ის ცხოველი საკადრისს.
მერე მეგობრობაზე ჩავიარე და მოდიან იდიოტების ხროვა, ეცა ერთ-ერთი სანაგვეს, სკამების გვერდზე რომ აყენია და ანჯღრევდა...
ყველა სკამი დამტვრეული და მორყეულია, აღარაფერი აქვთ შერჩენილი,
ყველა სანაგვე დაჭეჭყილი, დამწვარი ან ამოგდებულ-გადაყირავებულია,
განათების უმეტესობა ჩამტვრეული.
რა უბედურებაა, ველურები ვართ?
ცხოველებისგან რით განვსხვავდებით,
მარტო იმით რომ ლაპარაკი შეგვიძლია?
ფუჰ, მიდი და თქვი მერე რუსთავი კარგი ქალაქიაო,
ასეთი დამპლები ბოლომდე ბილწავენ კარგსაც და ცუდსაც,
ვის მოვეწონებით ამის შემდეგ?
ძალიან მჭირდება გარემოს დაცვის ინსპექციის ნპმერი, ან ცხელი ხაზის, ან რაიმე მსგავსის, რომ დავრეკო ხოლმე..
ჩამშხამდა მთელი საღამო, რომელიც საოცრად სასიამოვნო უნდა ყოფილიყო