შენს ორგანიზმს შაურმა კი არა ქაბაბი სჭირდება.
CYB-ORGრადგან მედიცინასტან შეხება გაქვს ,იქნებ შენც დაგაინტერესოს:
იუნუს ემრეს სახელობის თურქული ენის სტიპენდიები მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში.
მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმატებულ ათასობით სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, სწავლა განაგრძოს თურქეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში, რომლებიც მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სხვადასხვა სპეციალობაზე, მათ შორის: პოლიტოლოგია, საერთაშორისო ურთიერთობები, იურიდიული, ისტორია, სოციოლოგია, არქიტექტურა, ლინგვისტიკა, მედია და კომუნიკიაციები, სამედიცინო, აგრონომია და სხვა (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვებ–საიტები: www.turkiyeburslari.gov.tr www.tscholarships.org
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2013 წლის 31 მარტი
რეგისტრაციის პირობები:
რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ მათ, ვინც უკვე დაამთავრა ბაკალავრიატი ან ბოლო საფეხურზეა.
მაგისტრატურისთვის რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ კანდიდატებს, რომელთა დაბადების თარიღია 01.01.1983 და შემდეგ, ხოლო დოქტორანტურისთვის რეგისტრაცია შეუძლიათ კანდიდატებს, რომელთა დაბადების თარიღია 01.01.1978 და შემდეგ.
რეგისტრაციის უფლება აქვთ კანდიდატებს, რომელთაც განათლება არ აქვთ მიღებული თურქეთის რესპუბლიკაში.
რას მოიცავს სტიპენდია:
ყოველთვიური სტიპენდია
უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი
ჯანმრთელობის დაზღვევა
საერთო საცხოვრებელი
თურქული ენის სწავლება
მგზავრობის (პირველადი რეგისტრაციის და სწავლის საბოლოო დასრულების) ხარჯების ანაზღაურება
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ინტერნეტით შემდეგ მისამართზე:
turkiyeburslari.gov.tr
tscholarships.org
ინტერნეტით რეგისტარციის დროს კანდიდატმა უნდა შექმნას სარეგისტრაციო ანგარიში გამომყენებლის სახელითა და პაროლით. კანდიდატი სარეგისტრაციო ანგარიშით შეძლებს სისტემაში შესვლას, საჭირო საბუთების ატვირთვას და რეგისტრაციის გავლას.
..........................................................
მე რაც ვნახე, თურქეთში მედიცინის თვალსაზრისით გაცილებით მაღალი დონე იყო, ვიდრე საქრთველოშია.იმათი სტუდენტები მე-3 მე-4 კურსზე პაციენტებს იღებდნენ უკვე და გარემო და პირობები ხომ არაჩვეულებრივი. სულ მინდოდა კიდევ წასვლა და რა ვიცი, რაღაც ხავსივით კი გამოჩნდა და..

ბოლობ-ბოლო კიზილაიზე გავისეირნებ
This post has been edited by გიმე on 12 Mar 2013, 22:18