28 აპრილს, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, იწყება 12 ეტაპიანი სამოყვარულო წყვილთა რბოლა.
კლასები:
წინა წამყვანი, FWD
უკანა წამყვანი, RWD
ოთხივე წამყვანი AWD
სეზონის ბოლოს (მეთორმეტე ეტაპი) გაიმართება სუპერფინალი. სუპერფინალში მოხვდება თითოეული კლასიდან 8 მონაწილე (სულ 24 მონაწილე) რომელთა შორისაც გათამაშდება ავტომობილები.
რვიდან 6 მონაწილე სუპერფინალში გადის სეზონზე დაგროვილი ქულების ჯამით, ხოლო 2 მონაწილე გათამაშებით.
გათამაშება გაიმართება მთელი სეზონის განმავლობაში დაგროვილ მონაწილეთა შორის. თითოეულ ეტაპზე გამოსვლა ავტომატურად გულისხმობს ერთით მეტ შანსს გათამაშებისას.
საბოლოოდ, სუპერფინალში გამარჯვებული დაჯილდოვდება
BMW E46-ით.
მაგარი პრიზია