Neo777
ბრენდი

        
ჯგუფი: Members
წერილები: 57099
წევრი No.: 48899
რეგისტრ.: 10-December 07
|
#37979822 · 12 Sep 2013, 11:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იოოოო, ეს არ არის შეკვეთილი სტატია, არ ემსახურება არავის გაკრიტიკებას, არ ემსახურება სიტუაციის გამუქებას - დავწერე ის რაც დავინახე, და რაც ცუდად მენიშნა
ბევრი ვიყოყმანე, თუნდაც ჩემი ჰოროსკოპის გადამკიდემ, დამეწერა თუ არა ის რაც საბოლოოდ როგორც ხედავთ დავწერე. შეიძლება ზოგმა გაიფიქროს რომ არ უნდა დამეწერა, ზოგმაც ინტრიგანი დამიძახოს, მაგრამ თუ კარგი გვინდა, თუ გვინდა უკეთესობა და პირველობა მაშინ რაც სათქმელია უნდა ვთქვათ ხმამაღლა, როგორც შეგვიძლია და რა საშუალებითაც. ხომ არის ნათქვამი წინაპრების მიერ ,,მოყვარეს პირში უძრახე-ო“ ((ეს ,,პირში უძრახე“ რაც გაიფიქრეთ ის არ არის - ანუ მოყვარისთვის კარგი საქმის გაკეთება თუ გინდა ცუდი არ დაუმალო და პირდაპირ უთხარიო - აი ამას ნიშნავს)). მე ეს საშუალება გამოვნახე და აქ დავწერე. ბათუმში მაცხოვრებლებისთვის არ არის უცნობი ბათუმის ამინდები - წვიმა, წვიმა, წვიმა, წვიმა და ხანდახან მზე. არადა ზღვა აქვს ბათუმს, ლამაზი ქალაქია, საქართველოს და არამარტო სხვა ქალაქებთან შედარებით. ამიტომ ზაფხულობით ეს ქალაქი საკურორტოდ იქცევა ხოლმე და ახლა კი უკვე თავისუფლად შემიძლია დავწერო, რომ ათასი ჯურის ხალხით ივსება. ათასი ჯურის ხალხი ცუდი კონტექსტით არ დამიწერია - რეალობაა და ის დავწერე. ბევრი ტურისტია და ეს უკვე კარგია, საუკეთესოა. მაგრამ ერთია ამდენი ტურისტის ერთ წელს ჩამოყვანა და მეორე საკითხია მათი შენარჩუნება. თუ ტურისტი რაღაც რეკლამას, პიარს დახამდა ((სადაც საუკეთესოდ არის წარდგენილი ყველაფერი)) და ერთ წელს ჩამოვიდა, ადგილზე რა სიტუაციასაც დაახვედრებ იმის მიხედვით მომავალში ის ან აღარ ჩამოვა და ან სხვებსაც ჩამოიყვანს. ყველაფერს სხვა ვერ გაგიკეთებს - თითოეული ადამიანია მომავალი კეთილდღეობის, სიმდიდრის, ცნობადობის, პოპულარობის და ა.შ გარანტი, თითოეული გაღიმება ან მადლობა. შეიძლება სულ ერთხელ გაატარო და არ გაიღიმო, და ზუსტად იმ დროს შეგხვდეს ისეთი ადამიანი ვინც ამას ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და გავლენაც ჰქონდეს, ამიტომ ვამბობ რომ, თითოეული, თუნდაც უმნიშვნელო ჟესტი თუ წარმოთქმული სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ გაღიმებას ვინ ამბობს და მადლობას როცა ისე გექცევიან ლამის დედა გაგინონ, ლამის ვალი გქონდეთ მათი და ლამის თქვენ იყოთ ყველაფერი ცუდის, რაც მის თავს ხდება, საწყისი. ზოგად სიტუაციას თუ ავიღებ ((ავიღებ და არა ავიღებთ, იმიტომ რომ ზოგს შეიძლება სიტუაცია იდეალურად, კარგად, საშუალოდ ან დამაკმაყოფილებლად მოეჩვენოს)) სიტუაცია ცუდია, კატასტროფულია და ასე თუ გაგრძელდა მომავალში ან საერთოდ აღარ იქნებიან ტურისტები, ან იქნებიან უფრო ჭრელი და უფრო არეული ჯიშის და ჯურის ხალხი. არც პირველი და არც მეორე პერსპექტივა კარგი არ არის, მეტიც ცუდია. იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ბათუმი ახლა ახლო აღმოსავლეთის, ან თუნდაც ქურქეთის ან რომელიმე ისლამური ქვეყნის პატარა ქალაქს ჰგავს თავისი კაფეებით და გარეთ მოყაყანე არაბებით, და არა იმ ძველ ბათუმს რომელშიც ევროპული არქიტექტურა უფრო ქართული იყო ვიდრე ევროპული, და ყოველთვის სიმყუდროვის შეგრძნებას იწვევდა, ახლა ეს ყველაფერი დაკარგულია. იმასაც რომ თავი დავანებოთ რომ სასტუმროს ფასები და მათი სერვისი ისეა დაშორებული ერთმანეთისგან როგორც . . . ლუჩანო პავაროტი და ლელა წურწუმია ((მაპატიე ლუჩანო ამ არსებას რომ შეგადარე, მაგრამ სხვაობა მინდოდა მეჩვენებინა)). იმასაც რომ თავი დავანებოთ, რომ დიდი ნაწილი კაპიტალის არაქართველების ხელშია. მართალია დღეს მსოფლიო ღიაა, ფულს წარმომავლობა არა აქვს და ,,სად წაიღებენ ზურგზე ხომ არ მოიკიდებენ ამ ობიექტებსო,, შეიძლება და არის ასეთი მოსაზრებაც, რაც არ არის ლოგიკას მოკლებული, მაგრამ ერთი წამით გვერდიდან შევხედოთ მოვლენებს და დავინახავთ რომ ბაზარზე მოთამაშეები ცოტა ხანში ცხოვრების წესსაც დაგვიწესებენ. ახლა კი ზოგიერთზე კონკრეტულად
სადღაც იქნებოდა ათიდან თერთმეტ საათამდე და გავედით გვინდოდა რაიმე კარგი რესტორანი შეგვერჩია და გვევახშმა. იუსტიციის მოპირდაპირედ დავინახეთ რაღაც ახალი უკრაინული რესტორანი და გადავწყვიტეთ შევსულიყავით. შევდივართ და ვხედავთ რომ ორი მაგიდა არის აულაგებელი, ერთი თითქმის ალაგებული და მეორეს ალაგებას ახლა იწყებდა ოფიციანტი. დავჯექით სადაც მეტად იყო ალაგებული იქ და მიმტან ბიჭს ვუთხარი მენიუ მოეტანა ან მენიუს გარეშე ერჩია მათი ((უკრაინული რესტორანი რადგან იყო)) საფირმო ან უკრაინული კერძი ((თორემ ხინკალი და ქაბაქი ყველაგან ყრია)). რაღაც ჩაიბურდღუნა ამ ბიჭმა რომ ,,კატლეტი აღარ გვაქვსო, თუ ვნახავ თუ დარჩაო“ მსგავსი, მენიუ დაგვიტოვა და გაქრა. მეორე აულაგებელი მაგიდა, რომელიც უფრო მეტად იყო აულაგებელი და რომლის ალაგებასაც ის ის იყო იწყებდა ოფიციანტი ამ საუბრის დროს უკვე ალაგებულია. შემოდიან კლიენტები და სხდებიან. ჩვენ ველოდებით. ის ბიჭი კი რომელიც ჩვენთან იყო მიდის მათთან და იწერს შეკვეთას. მე გავბრაზდი - ეს ოხერი ჯერ ჩვენ ვართ რიგში და მერე მოვიდნენ ისინი ხო ? თუ რადგან ისინი არაქართველები იყვნენ ტრაკი უნდა ულოკო ? ავდექით და წამოსვლა დავაპირეთ, მაგრამ გზაში, სამი, კედელზე უსაქმოდ მიყუდებული მიმტანი დავინახე და გავაჩერე - აქ ვინ არის მეთქი მმართველი. რა თქმა უნდა არ გაამხილეს და როცა ავუხსენი თუ რატომ მომივიდა გული მათზე, იმის მაგიერ რომ ,,დაბრძანდით ბატონო და ჩვენ მოგემსახურებით“ ((მითუმეტეს ახლაც, როცა მე დავუწყე საუბარი და მაშინაც, როცა ის ბიჭი დაგვიანებით მოსული კლიენტების შეკვეთას იწერდა, უსაქმოდ იყვნენ)) რა ვქნათ ბატონო ალბათ არ ეცალა იმ ბიჭსო. არადა არ ეცალაზე არ იყო იქ საქმე, მაგრამ ელაპარაკე და უხსენი იმას, ვისაც არ უნდა რომ გაიგოს ან იცის და ფეხებზე ჰკიდია. დასკვნა - ეს რესტორანი არის ც უ დ ი.
საათი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საღამო პირი იყო, ცოტა ციოდა კიდევაც, ის დღე იყო, როცა ჩემს იქ ყოფნაში პირველად გაწვიმა და იმ დღესაც გადავწყვიტეთ კარგ რესტორანში გვევახშმა. აღარ დაგვიწყია ძებნა და მარჩიელობა და ჩემს თავზე ავიღე არჩევანი - მომსახურებაც და ფასებიც კარგი აქვთ, ადგილიც და კერძებიც თქო და წავედით კოშკში. მეორე სართულზე გარეთ დავჯექით - მართალია მაგიდაზე დასრესილი სიგარეტის ,,ბიჩოკი“ ეგდო და გადაუწმენდავი იყო, მაგრამ სხვა ადგილი გარეთ არ იყო. ოფიციანტის დიდი ხნის ამაო ლოდინის შემდეგ ავდექი და დავუწყე ძებნა, გარეთ მომიწია გასვლა რომ მენახა. მოვიყვანე და ვუთხარი რომ პირველ რიგში გადაეწმინდა მაგიდა და მენიუ მოეტანა. მენიუ უცებ მოგვიგდო და გაქრა ისიც. ჩვენ კი ველოდებით რომ ვინმემ გადაწმინდოს მაგიდა. კარგა ხნის ისევ ამაო ლოდინის შემდეგ ისევ მე მოვიყვანე სხვა ოფიციანტი და სანამ გადამწმენდ ქალს არ დაუძახა და არ გადააწმენდინა მაგიდა არ გამიშვია იქიდან. მენიუ კი რატომღაც რუსულ ენაზე იყო და სანამ ქართული მოვატანინე იგივე პროცედურები დამჭირდა. მაგრამ სჯობდა არ მომეტანინებინა. მაშინ მივხვდი მაგიდაზე რატომ ეგდო მხოლოდ ერთი ,,ბიჩოკი“. ეტყობა შემოვიდა პიროვნება, მოითხოვა მენიუ, გადაშალა, ფასებიდან გაუკიდა, მოწია, დააჭეჭყა მაგიდაზე და წავიდა. ამათ ფასების შემხედვარეს გამახსენდა აბრამოვიჩის მიერ რესტორანში გადახდილი ჩეკის ფოტო რომ იდო სოც-ქსელებში, ალბათ არანაკლების გადახდა მომიწევდა იქ რომ დავრჩენილიყავი. შე ხარბო და ხამო - მომსახურება რომ ნეხვი გაქვს და მაგიდაზე ,,ბიჩოკები“ გიყრია მაშინ ფასიც მასეთი უნდა გქონდეს ან რა ფასებიც გაქვს ის მომსახურება. დასკვა - რესტორანი კოშკი არის ც უ დ ი და ძალიან ძვირიანი
აჭარული ხაჭაპურს რომ პირველი ადგილი უკავია ((გრან-პრი აჩმისაა)) ხაჭაპურებს შორის უდავო ფაქტია. ბევრ ადგილზე დავაგემოვნე ეს სამეფო ხაჭაპური, მაგრამ თუ საუკეთესო გინდა იგემო წადი აჭარულ სახლშიო. თერთმეტის ნახევარზე მივადექით აღნიშნულ რესტორანს. შესვლა და იქ ოფიციანტის გამოჩენა ერთი იყო. კი გამიკვირდა - არ ვიყავი მიჩვეული ასეთ სწრაფ და თავაზიან დახვედრას და გამიხარდა, მაგრამ ეჭვმა მაინც გამკრა გულში აქ რაღაც ვერ არისმეთქი - გავიფიქრე. ყველაზე ცუდი ვიფიქრე რომ ალბათ ადგილი არ აქვთ და დალოდება ან რიგში დადგომა მომიწევსთქო. თურმე სად ხარ - უარესიც არსებობს - ჩვენ უკვე ვიკეტებითო. არადა კარგად დაბანილი ვიყავი, ყურებიც გაწმენდილი მქონდა და სასტუმროდან რომ გამოვდიოდით საათიც შევამოწმე. კიდევ დავხედე - არ მეშლებოდა თერთმეტისდ ნახევარი იყო ჩემს საათზე, ოფიციანტსაც ვკითხე და როცა იგივე დრო მითხრა გავვოცდი - ასე ადრე საკურორტო სეზონზე იმ რესტორნის დაკეტვა, რომელიც ძალიან პოპულარულია და პრესტიჟულია უჩვეულოდ მომეჩვენა. წამოვედით თუმცა კარგა ხანს მიზეზი ვერ მივხვდი, მიზეზს ახლაც ვერ მივაგენი. თორემ ზოგადად ცუდი მენეჯმენტი ((მმართველობა)) არა მხოლოდ ამ კონკრეტული ობიექტისთვის არ არის დამახასიათებელი. ტიპიური კანტორული აზროვნება. ალბათ რესტორან აჭარული სახლის მეპატრონის აზრით რესტორანში ადამიანი შესვენებაზე უნდა გავიდეს. დასკვნა - ცუდი მმართველები
საყვარელი დელფინების ნახვაც ((ნუ მისვლა სანახავად)) ნერვების მოშლად დამიჯდა. როცა ბილეთების ასაღებად მივედი გასაგებად ვუთხარი რომ ბილეთები მინდა კარგ ადგილზე - არ დამიწყია ბილეთების ფასზე ვაჭრობა, არ დღე, არ დამიკონკრეტებია რომელ საათიან სეანსზე მინდოდა ბილეთები, არც ის დამიკონკრეტებია რა ფასიანი ბილეთები მინდოდა - რაც გასაგებად ვუთხარი იყო ის რომ მინდა კარგი ადგილები. მომცა ყველაზე ძვირიან სეანსზე ბილეთები. როცა ვკითხე თუ სად არის ეს ადგილები მიპასუხა რომ - კარგი ადგილებიაო. მივედით აღნიშნულ დროს და მარცხენა მხარეს ყველაზე ბოლო ადგილები იყო, ორი, უკიდურესი ბოლო ადგილი. იქ რომ მყოლოდა ის მოლარე გავგლეჯდი ალბათ. ჩამოვედი და როცა საყვედური ვუთხარი ეს ტუტუცი და ხეპრე მეუბნება რომ - ჩვენთან ყველა კარგი ადგილია. შე დედაწუწკო, რიგი გაქვს ბილეთებზე ისეთი რომ ორი დღით ადრე ყიდი ადგილებს, არ გიჭირს და არ გაქვს პრობლემა რეალიზაციის, გეუბნები მინდა კარგი ადგილი, დღეს არ გიკონკრეტებ და ფასზე არ გევაჭრები - მომყიდე რა ნორმალური ადგილები. არა, მთავარია თუ ბაზრობის ტერმინს მოვიშველიებ ,,ამოყიდოს“ ბილეთები. აი ასეთი მოლარეც და მისი იქ მიმღებიც, ასეთი დამოკიდებულებაც არის მახინჯი. რა თქმა უნდა აღარ დავრჩენილვარ სეანსზე - ასეთი დელფინებიც, ასეთი დელფინარიუმიც და ასეთი ნაყურები წარმოდგენაც მო............თ ! ! ! დასკვნა - უფროსობას ჰკიდია, მოლარე ხეპრეა, მთავარია ბილეთები გაიყიდოს მიყოლებით
როცა მეგონა რომ ბათუმში ვეღარაფერი გამაოცებდა. თურმე სად ხარ - აკვაპარაკი - ერთდროულად არის როგორც ხეპრეების ზეიმი, ისე ცოტა ნორმალური მენეჯერის პატრონი. დიახ, დიახ, ცოტა ნორმალური. ისტორია კი ასე იყო . . . ერთ დღეს, როდესაც ზღვა აღარ გვინდოდა, ან გვეზარებოდა, თუმცა ეს თემისთვის არ არის მთავარი, გადავწყვიტეთ აკვაპარკში გაგვეტარებინდა დრო. ჩამოსასრილებლები, სუფთა აუზები, გამოსაცვლელები, თან თბილისის აკვაპარკში ((აწ უკვე დამწვარში)) რაც ატრაქციონებია იმის ნახევარიც რომ დამხვედროდა იმ ფასად რაც ღირდა მაინც კარგი იყო. მოკლედ მივედით. საღამო იყო, ექვსს აკლდა ალბათ ათი-თხუთმეტი წუთი. პარკინგზე არ იყო ადგილი და გარეთ გავაჩერე მანქანა. მივედი სალაროსთან, მაგრამ მოლარე არ იყო. დავაკაკუნე ფანჯარაზე და იქვე მდგომმა შემშვებმა ადამიანმა მითხრა რომ მალე მოვაო. ველოდები. არ ჩანს. კიდევ დავაკაკუნე. როგორც იქნა მოვიდა. ვკითხე ფასი, რომელ საათამდე მუშაობდნენ და წამოვედი მანქანასთან. ავიღეთ გამოსაცვლელები, ბარგი და მივედით. ისევ არ არის მოლარე. მალე მოვა - დაგვაიმედა შემშვებმა. ველოდები არ არის. დავაკაკუნე. როგორც იქნა, კარგა ხნის ლოდინის შემდეგ გამოჩნდა. დიალოგი ჩემს და მოლარეს შორის ის - რას აკაკუნებ ხომ გითხრეს რომ მალე მოვიდოდი ((აქეთ გადმოვიდა შეტევაზე)) მე - სად ხარ ამდენი ხანი და რატომ მალოდინებ ის - შენ ხომ იყავი და წახვედი ((რა შუაში იყო ეს საერთოდ)) მე - მერე რაა, შენ აქ უნდა იყო, მაგას რა მნიშვნელობა აქვს მე წავედი თუ არა, ჩემ გარდა ხომ სხვებიც მოდიან. ის - შესვენებაზე ვიყავი მე - შესვენებაზე ექვსს საათზე გადიხარ ? ის - ხო მე - ახლაც შესვენებაზე ხარ ? ის - კი, კი ახლაც შესვენებაზე ვარ მე - მერე გაქვს უფლება რომ შესვენებაზე გაყიდო ბილეთები ? ის - მე როცა მინდა მაშინ გავალ შესვენებაზე ((რა კარგი სამსახური ჰქონია)) მე - საინტერესოა ის - შენ რა გინდა მერე ((უტიფარი ხეპრე)) მე - მე ის მინდა რომ ისედაც რვა საათამდე მუშაობთ და აქ შენ არ უნდა მაკარგვინებდე დროს ის - დროს ახლა შენ კარგავ მე - მე ჩემს დროს რასაც მინდა იმას ვუზამ და შენ შენს ობიექტზე შენი დაგვიანების გამო არ უნდა მაკარგვინებდე დროს ის - შენისთანა კაპრიზი კლიენტი რომ . . . ((კაპრიზი, მაგას ვინც რაიმეს ეტყვის იმის გარდა რომ, ბილეთები მომყიდე კაპრიზი ჰგონია. გავაწყვეტინე)) მე - აქ რომ არ დამხვდი და საყვედური გითხარი მაგიტომ ვარ კაპრიზი ? სიმართლე რომ გითხარი ? გაჩუმდა. ვიყიდე ორი ბილეთი. შევედით. ვიკითხე გამოსაცვლელი და მივედი იმ შენობასთან, მაგრამ წყალი დგას შენობაში - შიგნით აშკარად ტუალეტს ჰგავდა. დავბრუნდი უკან და ვეუბნები - ალბათ ვერ გაიგეთ - გამოსაცვლელი მინდა თქო, ის ტუალეტია და გარეთ წყალი გამოდის თქო. აბა რა იქნება დღეში იმდენი ადამიანი შედის - მპასუხობს. მერე შე ხეპრე იმდენი ადამიანი რომ შედის საათში ერთხელ შევიდეს დამლაგებელი და გამოწმინდოს. ამის დედა ვატირე სტომატოლოგიურ კლინიკებში და მარკეტებში დადიან სულ დამლაგებლები და უსვამენ პოლისჯოხს მეტლახის იატაკს და აქ რა პრობლემა გაგიხდა შე დედადასველებულო სისუფთავის დაცვა. მითუფრო ეს ისეთი ობიექტია სადაც ამას განსაკუთრებით უნდა აქვეცდნენ ყურადღებას. დავბრუნდი ისევ იქ. შევცურე, გავაღე ერთი კაბინის კარები და არც ტანსაცმლის ჩამოსაკიდი, არც კარების ჩასაკეტი, დაბლა წყალი. სიტუაცია ყველა კაბინაში ასეთი დამხვდა. გამოვედი, ჩავაბარე ბარგი და წავედით ჩამოსასრიალებლებისაკენ. სამი ატრაქციონი გათიშული, ჩამოსასრიალებელი გასაბერი კამერები არ არის, არის მხოლოდ რეზინის დაფები, ისიც ცოტა და ისიც უკვე დაკავებული. არცერთ აუზთან არ იყო ადგილი. მოვკიდეთ ჩვენს ტანსაცმელს ხელი და გამოვედით უკან. მივედი ისევ სალაროსთან და ვეუბნები - ჩემი ფულის დაბრუნება მინდა, არ მომეწონა აქაურობა თქო. რატომ არ მოგეწონაო - ახლა იმ შემშვებს სხვაც დამატებია და კითხვა იმან დამისვა. ვუთხარი რაც იყო. მერე ხომ გაგაფრთხილეს, რომ ატრაქციონები გათიშულია, კამერები არ არის და არც ადგილებიაო. არა მეთქი და მართლაც არავის არ გავუფრთხილებივარ. მოლარემ მე ვერ გადავწყვეტ მაგას და მენეჯერს მიმართეთო. ისიც არ იკადრა რომ დაეძახა, მე უნდა ვხლებოდი აქეთ თურმე ვაჟბატონს. მივედით. არ იყო ადგილზე და მეტიც სადაც მასწავლა ის საერთოდ სასტუმრო იყო. მაგრამ რეცეფციონისტმა მითხრა რომ აქ მოდის ხოლმეო. დაველოდე. მოვიდა, ავუხსენი - დაიწყო თავის მართლება - ათ ლარად რომ ადამიანს შეგაშვებინებენ დალეწავსო ((მაგრამ მე ხომ ეგ არ მაინტერესებს, ნუ შეუშვებ ან თუ დალეწა აღადგინე, თუ არ გყოფნის აღსადგენად ფასი მოამატე - ჯერ ისადაც საკმაოდ გაბერილი ფასია - ოცდახუთი ლარი იმ აკვაპარკში რომელიც ოცი მეტრით არის დაშორებული ზღვიდან არის ძვირი, მითუფრო ძვირია მაშინ როდესაც ამდენი რამე არ მუშაობს, დალეწილია, ხეპრე მოლარე ჰყავს)), არ მოუფრთხილდებაო, ბლაბლაბლა. ვუსმენ. ბოლოს მკითხა - რამდენი ხანი იყავითო - მეთქი აბა შემოგვხედე, დასველებულებიც არა ვართთქო. კარგიო, მიდი სალაროსთან და მოგცემენო. კინაღამ დავეცი გაკვირვებისგან - ნამდვილად არ მოველოდი ასეთ ფინალს და მეთქი ახლა ამასთან მომიწევს ნერვების მოშლა. მითუფრო გამიკვირდა, იმიტომ, რომ როცა სალაროს ჩეკი ამორტყმულია ვერ გააუქმებ, მაშინ შენი ფული უნდა დადო, არადა არ ჰგავდა კლინტის გამო ფულის დამდებს, მაგრამ მე რაა - მივედით სალაროსთან. მოვიდა ოთხი ადამიანი, ორს მისცეს ბილეთი, ორიც მათი შესასვლელიდან გაატარეს - ასე სალაროს აპარატის ავლით მე დამიბრუნეს თანხა. მერე დავფიქრდი, ვინ იცის დღეში ასე რამდენ ადამიანს უშვებენ - სულ ცოტა ათი ადამიანიც რომ შეუშვა 250 ლარია, თვეში 7500 და თუ გავითვალისწინებთ რომ სეზონზე, სულ ცოტა ორი თვე მაინც მუშაობს 1500 ათასი ლარი ისე, სულ ტყუილად არაა ურიგო თანხა.
დასკვა - დასვკვნა თქვენ დადეთ
ძალიან გამიკვირდა პატრულების ქცევა - ქალაქში მანქანებით საერთოდ არ მოძრაობდნენ, იდგნენ როგორც ადრე - გაიშნიკები. მათ თვალწინ საერთოდ ადამიანი, რომ გაგეტანა ალბათ რეაქცია აქ ექნებოდათ. რამდენჯერ დამინახავს მათ თვალწინ წითელზეც გაუვლია მანქანას, ან გაჩერებული იყო სტოპ ხაზიდან მოშორებით, მობილურზეც საუბრობდა, არც მოხვევის მაჩვენებელი ჰქონდა ჩართული, არადა იქით წავიდა, მაგრამ პატრულის რეაქცია, უფრო სწორედ ურეაქციოდ გაატარეს ეს ყველაფერი. მიკვირდა მათი ასეთი ინდეფერენტულობა. არ მინდა ყველაზე ვთქვა ეს, მაგრამ მე რაც ვნახე ძალიან არ მომეწონა მათი ქცევა.
ცუდ ტენდენციად მენიშნა აგრეთვე ის ფაქტიც, რომ ქართველ ტურისტებს ნაკლები ყურადღება ექცევა. საკმარისია იყო სომეხი, რუსი, თურქი ან ნებისმიერი სხვა ერის ადამიანი ყოფილიყო რომ ტრაკს გილოკავენ და ფერხთით გეგებიან. ესეც რა თქმა უნდა ყველას არ ეხება - ზოგადი ტენდენცია ასეთი დავინახე.
რაც ყველაზე გასაოცარია და ვისგანაც ყველაზე ნაკლებად ელოდები ზუსტად იმათგან იღებ კარგ, საუკეთესო მომსახურებას. პატარა კაფეები, პატარა ყოველდღიური და სწრაფი კვების ობიექტები. აი ასეთ დაწესებულებებს უფრო კარგი, ხარისხიანი და თავაზიანი მომსახურება აქვთ, ვიდრე დიდ და პრესტიჟულ რესტორნებს.
პ.ს კარგი ნალექიანი ყავა, ანუ ,,კოფე“ ვერსად ვერ დავლიეთ. სახლის გარდა რა თქმა უნდა.
--------------------
Forza იტალია! იუვე! ფერარი! როსი! (მაკარონნიკი) ,,ყველა რუსი ვირუსია" საქართველოს გადაარჩენს ოვალი < Tu Vuo Fa L'Americano >
|