გუშინ ისეთი ამბავი მოვისმინე არ შემიძლია არ გაგიზიაროთ.
თურქეთში სამი თვით სამუშაოდ წასული გორში მცხოვრები კაცი, სარფის საზღვარზე დააკავეს.
ჩემი ახლობელი დაეხმარა, ადვოკატი მიუყვანა და ასე შემდეგ. საუკეთესო შემთხვევაში ემუქრება ჯარიმა ან 3 წლიანი პირობითი.
თუმცა ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ ციხეში არ მოხვდეს
მიზეზი იყო საზღვრის გადმოკვეთის მცდელობა საბუთების გარეშე. სამი თვე მიწაზე იმუშავა, ისევ ქართველმა მოპარა პასპორტი და ფული.
რაც თანხა ჰქონდა იმით საზღვარზე მოაღწია, რამდენჯერმე სცადა თურქული საბაჟოს გავლა და უკან მიაბრუნეს,
შემდეგ ფეხით მივიდა ქართველ მებაჟეებამდე და უთხრა პასპორტი მომპარეს და დამეხმარეთო, დააკავეს.
ასეთ შემთხვევაში უნდა განაცხადოს საკონსულოში, მაგრამ როცა არ იცის და ვერ ერკვევა ადამიანი, თან შეშინებულია, ფული არ აქვს და ქართველის იმედი აქვს, მარტივ გზას ეძებს.
ისეთი ნაშრომი და გასაცოდავებული იყო, პროკურატურაში რთული არ იყო იმის მიხვედრა რომ დამნაშავე არაა.
მაგრამ ჩვენ ხომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც უბრალო მოქალაქეებს კანონი ცხოვრებას ურთულებს.
სიტუაცია არ იცვლება და ამ ქვეყამნაში ცხოვრება უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება
პ.ს. ბათუმის თემა არაფერ შუასია ამ ამბავთან მაგრამ მომინდა დამეწერა.
გავბრაზდი საშინლად, ყველაზე მეტად იმიტომ რომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
This post has been edited by Luchia on 18 Apr 2013, 12:20
არაფერია გასაკვირი...
სულსულსულ არაფერი..