მაღალფარდოვანი არ მხიბლავს სიტყვები,
უბრალო კაცი ვარ, უბრალოდ ნაშობი,
მიყვარს ქუთაისში უბრალოდ ნათქვამი
“რავა ხარ სიმონ, რა შობი”.
არ მიყვარს სიტყვები: “იყავით”, “გეთაყვა”,
არ მწამს ფერადის, ლურჯია ჩემი ცა,
მიყვარს ქუთაისში სტუმრისთვის ნათქვამი
“კაი თუ ღმერთი გწამს სა მიხვალ, მეიცა”.
არასდროს მომწონდა ეს სიტყვა “დაქალი”
ქუთაისს როდესაც ჰქვიოდა “აია”
მაშინ გოგონას დაქალის მაგივრად
ეძახდნენ “მე ძმა და შენ კიდე დაია”.
თუ ქუთაისს სთხოვ, რომ გიძმოს
მის სიყვარულში დამწვარი,
თანხმობის ნიშნად გეტყვიან
“რაზეა სიმონ ბაზარი”.