ქუთაისში, ადგილობრივი მოსახლეობა სკვერების, ბაღებისა და ფერდობების მოუწესრიგებლობის გამო, ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობს. ქვეწარმავლებისაგან შეწუხებული მოსახლეობა პრობლემასთან გამკლავებას ხალხური მეთოდებით ცდილობს, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობა ქვეწარმავლებთან „ბრძოლის“ კუთხით პასუხისმგებლობას იცილებს.
ქუთაისში, წერეთლის ქუჩის მცხოვრებლების აცხადებენ, რომ საბურავების ნამწვავბის სუნითა და გოგირდით ცდილობენ ეზოებში ქვეწარმავლებთან გამკლავებას.
ადგილობრივების ინფორმაციით ხარაზოვის რეაბილიტირებულ ბაღში არსებულ მოუწესრიგებელ ტბაში ბაყაყები და სხვადასხვა ქვეწარმავლებიც ბინადრობენ. ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობენ, ირაკლი აბაშიძის ქუჩა #18–ში, სამხატვრო სკოლის ყოფილ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები. მათი თქმით, უკვე რამდენჯერმე მოკლეს გველი.
ქუთაისისის მერიის დასუფთავების განყოფილებაში განმარტავენ, რომ მათ ფუნქციებში არ შედის ქალაქის ტერიტორიაზე ქვეწარმავლებთან „ბრძოლა“. დასუთავების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, თამაზ დეისაძის განმარტებით, ისინი მხოლოდ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული იმ მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების დეზინფექციას აწარმოებენ, სადაც ნაგავშემკრები ბუნკერებია.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ბიუჯეტში 2011–2012 წლებში „ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქვეწარმავლების დასაფრთხობად აუცილებელი ტერიტორიული ერთეულების ქიმიური რეპლენტებით დამუშავების პროგრამა“– მოქმედებდა. აღნიშნული პროგრამისათვის გასულ წელს ბიუჯეტიდან 30 000 ლარი იყო განსაზღვრული, ხოლო 2011 წელს – 20 000 ლარი. მაშინ ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავდნენ, რომ ეს პროგრამა საპარლამენტო ქალაქის მოწესრიგებას შეუწყობდა ხელს.
ინფორმაციას ქუთაისში გველებით შეწუხებული მოსახლეობის შესახებ ადგილობრივმა ახალმა გაზეთმა გამოაქვეყნა.
http://topnews.mediamall.ge/?id=44157ხალხი რა ბნელი გაუნათლებელია იქ სადაც წყალია ბუნებრივია იქნება გველიც მითუმეტეს ანკარა რომელიც ადამიანისთვის უვნებელია ფოტოზე ზუსტადაც რომ ანკარაა ... საქართველოში ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში მხოლოდ გიურზაა რომელიც ჩვენთან ბინადრობს მხოლოდ რუსთავში და კახეთში '' ვაშლოვანის ნაკრძალში '' ... პანიკის საფუძველი არ არსებობს რადგან ქვეწამავლები და ამფიბიები ადამიანის გვერდზე ათასეული წელია რაც ცხოვრობენ ......
ცხოველების განადგურებაში ბადალი არ გყვავს ქართველებს