flying teapotკაიფი იცი რა არის, რუსთავწყალი სახლთან ახლოს გადმოიტანეს

ერთხელ მივდი - ჩემი ძმა მელოდება დაბლა მანქანით, აგვიანდება სადღაც.
ხოდა ავვარდი მეორე სართულზე და ხმამაღლა - ვის მივმართო რომ არა არის
წყალი და იმენა ვატრაკებ ((ბოდიში - თ )) ხოდა გამოდის კაბინეტიდან ვიღაც მამაკაცი.
შემოდი აქო, შევედი, იქ კიდევ ვიღაცაა, წარმიდგა, მე ამ განყოფილბის უფროსი ვარო
და გისმენთო, ავუღწერრე, რა საშინელია როდესაც დილით დგები, შევარდები აბანოში,
მოუშვებ დუშს და ჩხრრრრ . . . . , ავუღწერე რა საშინელია როდეაც მარტო ცხოვრობ
და პირი უნდა დაიბანო ამ დროს წყლის დამსხმელი არა გყავს, ავუღწერე, რა ცუდია 50 გრადუსიან სიცხეში
დაუბანლობა ((ეს ცოტა გაუკვირდა)) - რა საჭიროა ყოველდღე დაბანაო, ხოდა იმანაც იმართლა თავი, ჩემზე არ არისო,
რეზერვურები უნდა შეივსოს, რომ დენი გამომუშავდესო, და სირცხვილიაო, აქ რომ რეკავ და აგინებ ხალხსო, კიდევ მე მანამუსებს
აზრზე ხარ ? ხოდა მეცო შენს დღეში ვარო, აი დაბანაზე ცოტა ვერა დანარჩენი გეთანხმებიო, მაგრამო, უცებ გაუნათდა გონება,
ჩვენო ტელევიით ვაცხადებთო. უფ, შენ გაიხარე არ მომეშვათქო, მაგრამ ერთი რამ უნდა გითხრათქო - არ მაქვს ტელევიზორი და
ამიტომ ვიჩაგრებითქო

არც შეწუხებულა ჩემი უტელევიზორობის გამო, უწყლობის გამო უფრო იყო შეწუხებული.
და იქ ვარ - ნუ აგინებ ამ საწყლებსო ჩვენი ბრალი არ არისო.
მეთქი
მე - წყალს ვინ მაწვდის ?
ის - ჩვენო
მე -ქვითარი ვიცი სახელით მოდის ?
ის - ჩვენი
მე - რომ არ გადავიხადო ვინ ჩამიჭრის დენს ?
ის - ჩვენო
მე - აბა მე რატომ არ უნდა გაგინოთმეთქი
ის - მაშინ აგერ ჩემი ნომერი და მე დამირეკლე პირადადო

ამ დროს ჩემი ძმა ყოველ წამს მირეკავს - ჩამოდი, ჩამოდიო