ქუთაისში კლიენტთან მიმავალ ტაქსს ცეცხლი გაუჩნდა.
შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა, სადაც "ბე ემ ვეს" მარკის მანქანას გაუმართავი ელექტროგაყვანილობის გამო ცეცხლი გაუჩნდა.
დაზარალებულმა საგანგებო და სახანძრო სამსახური გამოიძახა.
"ადგილზე სახანძრო სამსახური რამდენიმე წუთში მოვიდა და ჩემს მანქანაში გაჩენილი ცეცხლი ჩააქრო,"- განაცხადა დაზარალებულმა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
