ქუთაისის მოსახლეობას ორი დღის განმავლობაში წყლის მიწოდება შეუწყდება. აღნიშნულის მიზეზი წყლის სათავე ნაგებობების მწყობრიდან გამოსვლაა.
წყამომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის ქეთი კიკვიძის თქმით, წყლის სათავე ნაგებობა სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს, რომლის დასრულების შემდეგ, ქალაქს წყალმომარაგება კვლავ აღუდგება.
შეგახსენებთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით ამ დროისათვის ქალაქში ავტოქარხნისა და ჭომის დასახლების მაცხოვრებლებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ.