#38204730 · 30 Sep 2013, 09:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1. სვანეთი არასდროს პოლიტიკურ პრობლემებს არ შეუქმნის საქართველოს. 2. სვანებს არ აქვთ ფუნდამენტალიზმისკენ მისწრაფება. 3. სვანებს არ აქვთ ბელადის მოთხოვნილება. არ ჰყვიროდნენ - ზვიადი, ზვიადი! არ ჰყვიროდნენ - მიშა, მიშა! არ ყვირიან - ბიძო, ბიძო! 4. არ აფეტიშებენ წვერიანებს. 5. სვანებს უყვართ ნოვაციები. 6. სვანებს არ აქვთ სხარეტი, მოქნილი, ეშმაკი გონება. 7. სვანებს უფრო აქვთ მძიმე და ბრძენი გონი. 8. სვანური იუმორი "სერიოზული იუმორია," რაც ძნელად ითარგმნება ქართულად და ამიტომ თვლიან, რომ სვანებს იუმორის გრძნობა არ აქვთ. 9. სვანებს აქვთ ერთგულების თანდაყოლილი უნარი. (საბჭოთა ალპინისტები სვან ალპინისტებთან ირჩევდნენ ჯგუფში მოხვედრას) 10. მთები სხვაგანაცაა, მაგრამ ამდენი მამაცი ალპინისტი, რაც ამ მცირე ეთნოსს ჰყოლია და ჰყავს, არავის არ ჰყოლია და ჰყავს. 11. სვანებს აქვთ ფერწერა-ხატვის გამძაფრებული ნიჭი, რის კულმინაციასაც ირაკლი ფარჯიანი წარმოადგენს. ჯერ ირაკლის შემოქმედება არ გაცნობიერებულა. 12. სვანები ქართველები არიან!
ვისაც გსურთ, - დაამატეთ...
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|